მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი, ხაბი ალონსო სულმოუთქმენლად ელის კატალონიის “ბარსელონასთან” შეხვედრას. შეგახსენებთ, რომ ეს წელი ნამდვილი ზეიმია ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, რადგან 17 დღეში 4 “ელ კლასიკო” უნდა გაიმართოს (ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, ესპანეთის თასის ფინალში და ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში).
“მე ძალიან კარგად მახსოვს მარცხი “კამპ–ნოუზე”. იმის მერე დრო გავიდა და ჩვენს უფრო კარგად ავთამაშდით. შაბათს ასე ადვილად არ დავმარცხდებით. შემიძლია პირობა დავდო, რომ 0:5 არ გამეორდება. გუნდი მთლიანად კონცენტრირებულია “ბარსასთან” მატჩზე და მოედანზე მოსაგებად გავდივართ. “ელ კლასიკო” ყოველთვის საინტერესო და დაძაბულია.” –ციტირებს ალონსოს სიტყვებს AS.
უახლოესი დაპირისპირება მადრიდელებსა და კატალონიელებს შორის შაბათს, 16 აპრილს გაიმართება.



