workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუბისარეტა: “ჩვენ “რეალს” პატივს ვცემთ”

სუბისარეტა: “ჩვენ “რეალს” პატივს ვცემთ”

 

კატალონიის “ბარსელონას” სპორტულ დირექტორს, ანდონი სუბისარეტას ერთი სული აქვს შეხვდეს მადრიდის “რეალს”. შეგახსენებთ, რომ პირველი “ელ კლასიკო” ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 32–ე ტურში გაიმართება.

 

“ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა გვინდა. ამ მატჩში ბოლომდე ვიბრძოლებთ და ველაფერს ვიზამთ, რათა გავიმარჯვოთ. როგორც ყოველთვის, “ბარსელონა” თავის ფეხბურთს აჩვენებს: ლამაზ და საყურებლად სასიამოვნოს. “რეალი” ბრწყინვალე გუნდია და მათ დიდ პატივს ვცემთ. მადრიდელები დღითი დღე ძლიერდებიან. შაბათს ორივე გუნდი მოედანზე მოსაგებად გავა და იმედია საბოლოოდ გამარჯვებული “ბლაუგრანა” დარჩება.” -განაცხადა სუბისარეტამ.

 

ამჟამად “ბარსელონასა” და “რეალს” შორის სხვაობა 8 ქულაა და ინტრიგა კვლავ არსებობს.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში