workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფონტის თქმით, „ბარსა“ ფეხბურთელებს არასაიმედო დაპირებას აძლევს

ფონტის თქმით, „ბარსა“ ფეხბურთელებს არასაიმედო დაპირებას აძლევს

“ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდადი, ვიქტორ ფონტი ნეიმარის სატრანსფერო საგასა და კლუბის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მუშაობას გამოეხმაურა.

“სატრანსფერო მოლაპარაკების პროცესში გუნდის მოქმედების გეგმა ჩემთვის სასაცილო და გაუგებარი იყო. განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პროექტი რეალურად, არ არსებობს. კლუბი მზად იყო დემბელესა და რამდენიმე მოთამაშის შესათავაზებლად.

კლუბისგან ყოველთვის გამჭვირვალობას ვითხოვ. რამდენად დიდია ჩვენი ვალი? ვის უნდა გადავუხადოთ ფული? ფეხბურთელებს ანაზღაურების გაზრდას ჰპირდებიან იმ პერიოდში, როცა ისინი კლუბის სათავეში უკვე აღარ იქნებიან.

განვიხილოთ თუნდაც Espai Barca (ახალი პროექტი). როგორ შეიძლება მისი განხორციელება აუცილებელი რესურსების გარეშე? ეს ყოველივე სრული უაზრობაა.

ცალკე საკითხია თუ როგორ წავიდა ნეიმარი… მან კლუბს სასამართლოშიც კი უჩივლა.”-ეუბნება ფონტი Marca-ს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward