გუშინ, გაირკვა “ბარსელონას” მეტოქის ვინაობა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ ეტაპზე. მადრიდის “რეალმა” ორი მატჩის ჯამში დაამარცხა “ტოტენჰემ ჰოთსფური”, ბურთების შეფარდებით 5:0 და გავიდა მომდევნო ეტაპზე. მოურინიოს შეგირდებმა 0:1 იმარჯვეს ინგლისში, ერთადერთი გოლი კრიშტიანო რონალდოს ანგარიშზეა.
“რეალი” და “ბარსელონა” დამატებით 2 შეხვედრას გამართავენ, მაგრამ მანამდე მათ კიდევ 2–ჯერ მოუწევთ ერთმანეთთან შეხვედრა: ლა ლიგასა და სამეფო თასზე. ასე, რომ 18 დღეში 4 “ელ კლასიკო” გაიმართება. “ბლაუგრანა” ზედიზედ მეოთხედ გავიდა 1/2 ფინალში, ხოლო “მერენგები” 8 წელი უცდიდნენ ამ ფაქტას. ისინი 2002/03 წლების სეზონის შემდეგ, რაც ტურინის “იუვენტუსს” გადაეყარნენ, 1/2 ფინალში არ გასულან.
გუნდის მფლობელები
ჟოზე მოურინიომ მიუხედავად 4:0 გამარჯვებისა პირველ შეხვედრაში, მაინც ძირითადი მოთამაშეებით იასპარეზა ჩემპიონთა ლიგაზე. მან მოიპოვა 1/2 ფინალის საგზური და 27 აპრილს “სანტიაგო ბერნაბეუზე” უმასპინძლებს კატალონიის “ბარსელონას”, თუმცა დისკვალიფიკაციის გამო გუნდს ვერ დაეხმარება რიკარდო კარვალიო. მოგეხსენებათ, პორტუგალიელმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო “უაიტ ჰარტ ლეინზე”.
ნულოვანი ფრე პირველ ტაიმში
“ბარსელონამაც” და “რეალმაც” შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ 0:0 დაასრულეს. მადრიდელთა მხრიდან შანსები ჰქონდათ: მესუთ იოზილს და სერხიო რამოსს, ხოლო ინგლისელთა მხრიდან: გარეთ ბეილს, პავლიჩენოსა და ლუკა მოდრიჩს, თუმცა რამდენიმე ეპიზოდი სადავო იყო და რეფერიმ არ დანიშნა თერთმეტმეტრიანი.
კრიშტიანოს გოლი
მეორე ნახევრის დაწყებიდან 5 წუთში, მადრიდელთა მხრიდან თავი იჩინა კრიშტიანო რონალდომ, რომელმაც შორიდან ძლიერი დარტყმა განახორციელა, მეკარე გომესმა კი ბავშვური შეცდომა დაუშვა და ბურთი აუსხლდა, რის შედეგადაც გაეხვია კარის ბადეს. შეხვედრის 56–ე წუთზე მოურინიომ შეცვალას ერხიო რამოსი, რომელიც ყვითლის შემთხვევაში გამოტოვებდა მატჩს “ბარსელონასთან”.
9 წლის წინ
ბოლოს, როდესაც მადრიდის “რეალი” და კატალონიის “ბარსელონა” ერთმანეთს ევროტურნირებზე შეხვდნენ, იყო 2001/02 წლების სეზონში. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალი, სადაც “თეთრებმა’ იმარჯვეს და გავიდნენ შემდეგ ეტაპზე.



