ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვიქტორ ვალდესმა დაასახელა 5 თვისება, რომლებიც “ბარსას” ყველა ფეხბურთელს უნდა ჰქონდეს

ვიქტორ ვალდესმა დაასახელა 5 თვისება, რომლებიც “ბარსას” ყველა ფეხბურთელს უნდა ჰქონდეს

“მორატალასში” წარმატებული კარიერის დაწყების შემდეგ ვიქტორ ვალდესი “ბარსელონას” ახალგაზრდული გუნდის (U19) მთავარი მწვრთნელი გახდა. “ბარსაში” დანიშვნიდან სულ რაღაც 2 თვე გავიდა, თუმცა 38 წლის სპეციალისტმა უკვე იცის, თუ რას მოითხოვს იგი საკუთარი ფეხბურთელებისგან.

“ვიმედოვნებ, რომ ჩემს ფეხბურთელებს გუნდში დროის გატარება მოსწონთ. პირველ დღეს, როცა გასახდელში მე მათ პირველად ვესაუბრე, ვთქვი, რომ ეყოლებოდათ ისეთი მწვრთნელი, რომელიც ყოველთვის ეცდება დაიცვას 5 თვისება, რომლებიც ჩემი აზრით სჭირდება ყველა იმ ფეხბურთელს, რომლებსაც სურთ, რომ “ბარსელონაში” თავი დაიმკვიდრონ. მათ იციან, რომ ეს 5 თვისება ძალიან მნიშვნელოვანია.” – განაცხადა ვალდესმა.

“უპირველესი თვისება, რა თქმა უნდა თამაშისგან სიამოვნების მიღებაა – თუ თქვენ აქ მოხვედით იმის გამო, რომ სიამოვნება არ მიიღოთ იმისგან, რასაც აკეთებთ, მაშინ ჯობდა საერთოდ არ მოსულიყავით. ეს “ბარსელონაა” და ჩვენ ვთამაშობთ ფეხბურთს, რათა მისგან სიამოვნება მივიღოთ.”

“შემდეგი კი, ურთიერთობაა. თუ თქვენ არ გაქვთ საკუთარი მიდგომა, არ გაგაჩნიათ თანაგუნდელების ან ვინმე სხვისი პატივისცემა, რაშიც მოწინააღმდეგესაც ვგულისხმობ, ან არ აფასებთ თამაშს, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ არ აფასებთ “ბარსელონას”.

“მესამე – ინდივიდუალურობა. მათ უნდა იცოდნენ, თუ რისთვის თამაშობენ და იცოდნენ იმ გუნდის ემბლემა, რომლის ღირსებასაც იცავენ. ისინი უნდა იყვნენ იმ დონეზე, რომელსაც კლუბი მოითხოვს მათგან და იმ კონკურენციის პირობებში, რომელშიც მოუწევთ თამაში.”

“მეოთხე – უნივერსალურობაა. იმ ტალანტის მეშვეობით, რომელიც მათ გააჩნიათ, მატჩის მსვლელობისას უნდა შეეძლოთ სხვა პოზიციებთან ადაპტაცია. ნაწილობრივ, ეს ჩემი იდეაა – ყოველთვის ვეცადოთ, რომ მოვიპოვოთ დინამიკური უპირატესობა ჩვენს თამაშში – ამიტომაც ისინი მუდმივად უნდა ეძებდნენ დახმარებას თანაგუნდელებისგან.”

“მეხუთე – ყველაფერია, რაც მე მეხება. როგორც სხვა ნებისმიერი მწვრთნელი, ასევე მეც ვიმედოვნებ, რომ აღვნიშნო, რაც შეიძლება მეტი გოლი – ეს არის ის, რასაც ვითხოვ ყმაწვილებისგან. შეეცადეთ გაიტანოთ გოლები და იყოთ ყურადღებით ყველაფერი იმის მიმართ, რაც თამაშში ხდება.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • rivaldo 10
    schedule 09 სექ 2019, 10:06

    ეს ხუთუ თვისება არარსებობს გუნდში მაგიტომააა ლივერპილებთან და რომებთან ყ,ლესავით დარბიან მოდანზე, ვალვერდე #ლეა მაგრამ ამ კაპიტანს რაში უხდიან 60 მილიონს წელიწადში რომ ყოველი წლის ბოლოს გასვლაზე ჩაჯმულმა იაროს სტადიონზე ტიპს სიცოცხლის ნასახი რომ ეტყობოდეს იქნებსახვასაც გადაედოს, ეხლა არ გამომიხტეთ ფანატები მშვენივრად ვიცი მესი ვინა და მიმხვედრი მიხვდება რაც დავწერე.

  • M10 S9 D11
    schedule 09 სექ 2019, 02:35

    ვალვერდეს მაგივრად დანიშნეთ ეს კაცი ტრენერად ვალვერდეზე ცუდ შედეგებს მაინც არ დადებს

  • ROUCH
    schedule 09 სექ 2019, 01:37

    რა ეტყობა რაკიტიჩს რო თამაშისგან სიამოვნებას იღებს როცა გინდა შეხედო სუ მოდღრენილი სახე აქ თამაშის ყურების სურვილს დაგიკარგავს, ან რა ურთიერთობაზე და პატივის ცემაზეა ლაპარაკი კოუტინიოს ეტყობოდა რო არ ევასებოდა დემბელე რითაც გუნდს აზარალებდა როცა პასს არ აძლევდა