workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკე: “იმედი მაქვს, მესი კიდევ დიდხანს იქნება “ბარსაში”

პიკე: “იმედი მაქვს, მესი კიდევ დიდხანს იქნება “ბარსაში”

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” მცველმა, ხერარდ პიკემ, კომენტარი გააკეთა იმ ფაქტზე, რომ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით, 1/4 ფინალურ შეხვედრაში, ლიონელ მესიმ გაიტანა თავისი 48–ე გოლი ოფიციალურ ტურნირებში “ბარსას” მაისურით, მიმდინარე სეზონში. ამით არგენტინელმა ვარსკვლავმა, დაამყარა რეკორდი პრიმერა დივიზიონში. წინა წელს მან 47 გოლი გაიტანა, რითაც გაიმეორა პუშკაშისა (“რეალი”) და რონალდოს (“ბარსელონა”) რეკორდი.

 

“ლიონელ ანდრეს მესი არის უნიკალური ფეხბურთელი, ბევრი მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ იგი საუკეთესოა, ეს ყველამ იცის. მან დაიმსახურა საუკეთესო ფეხბურთელის წოდება და გადაეცა კიდეც ოქროს ბურთი. ლეო “ბარსელონასთვის” უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ძალიან დიდი იმედი მაქვს იმის, რომ მესი წლების განმავლობაში დაიცავს კატალონიური კლუბის ღირსებას”. განაცხადა ხერარდ პიკემ “უეფას” ოფიციალურ ვებ–გვერდთან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში