ახლო წარსულში El Pais-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ლიონელ მესის “ბარსელონასთან” კონტრაქტის გაწყვეტა ყოველი სეზონის ბოლოს შეუძლია.
Mundo Deportivo გვამცნობს, რომ “ბარსელონას” პრეზიდენტს ჟოზეპ მარია ბართომეუს არგენტინელ ლეგენდასთან სამუდამო კონტრაქტის გაფორმება სურს და აღნიშნულ საკითხზე ხორხე მესის დაუკავშირდა.
ვითარება შედარებით განსხვავებულად აღწერა ESPN-მ, რომლის მიხედვითაც, “ბარსას” მესისთან 2023 წლამდე სურს კონტრაქტის გახანგრძლივება. მოლაპარაკება მიმდინარე წლის ბოლოს ან 2020-ის სტარტზე დაიწყება.
ესპანეთის ჩემპიონტა 32 წლის კაპიტანი ჯერჯერობით ტრავმირებულია. მისი არყოფნის პერიოდში “ბლაუგრანამ” ლა ლიგაში გამართული 3 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოიგო. 4 ქულით, კატალონიელები სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე არიან და “ატლეტიკოსთან” სხვაობა -5-ია.
…" „ატლეტიკოსთან“ სხვაობა -5-ია."….. როგორ გეზარებათ წერა, ახალგაზრდები არა ხართ?