ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლეონარდო ნეიმარის ტრანსფერზე: „ბარსა“ ერთადერთი კანდიდატია

ლეონარდო ნეიმარის ტრანსფერზე: „ბარსა“ ერთადერთი კანდიდატია

“პარიზ სენ-ჟერმენის” სპორტული დირექტორი, ლეონარდო “ბარსელონასთან” არსებულ მოლაპარაკების პროცესზე საუბრობს.

“ბარსელონასთვის” ჩვენი პოზიცია ყოველთვის ნათელი იყო. პირველი წინადადება სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 5 დღით ადრე, 27 აგვისტოს მივიღეთ. მზად ვიყავით განგვეხილა მოლაპარაკების პროცესში სხვა ფეხბურთელების ჩართვის ვარიანტიც. ზაფხულის დასაწყისში უამრავი კლუბი ინტერესდებოდა ნეიმარით, მაგრამ ახლა მათი რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია, “ბლაუგრანა” ერთადერთი კანდიდატია. მოცემული მომენტისთვის შეხვედრა დაგეგმილი არ გვაქვს.

ნეიმარი ექსტრაორდინალური მოთამაშეა, რომელიც ყოველთვის საჭირო იქნება, თუმცა, მოცემულ მომენტში ჩვენი ურთიერთობა საუკეთესო საფეხურზე ნამდვილად არაა. წინ მძიმე სეზონი გველის. რამდენიმე საკითხი კვლავ მოუგვარებელია და მათი გადაჭრის გზებს აუცილებლად უნდა მივაგნოთ.”-ამბობს ლეონარდო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (8)

  • Don_Andresito
    schedule 31 აგვ 2019, 12:39

    ციტატა: Griez
    საშინელი გუნდი საშინელი პოლიტიკით.რატომ უნდა მოგინდეს ფეხბურთელს ესეთ გუნდში თამაში ვერ ვხვდები… ვისაც წასვლა მოუნდა გუნდიდან არავინ არ გაუშვეს. მემგონი მბაპეს დააბერებენ აქ და არც რეალს აღირსებენ და არცერთ ნორმალურ გუნდს სადაც მაღალ დონეზე თამაშს შეძლებს:)))


    ამათ ბარსა სძულთ თორე რეალს პრობლემას არ შეუქმნიან. აი ნეიმარი თუ დაკარგეს მერე მოუჭერენ.

  • M S N G
    schedule 31 აგვ 2019, 09:47

    ციტატა: Geroge Jussie
    ნეის საქმე ზამთარში მოგვარდება ასე მგონია (მანამდე ზამენაზე იჯდება 😆😂😂😅😏😁😄😭)


    რაღაცით წააგავს კოუტინიოს ტრანსფერს ისე …იმედია მანამდე ზეგ აქ იქნება უკვე

  • Geroge Jussie
    schedule 31 აგვ 2019, 09:11

    ნეის საქმე ზამთარში მოგვარდება ასე მგონია (მანამდე ზამენაზე იჯდება 😆😂😂😅😏😁😄😭)

  • M S N G
    schedule 31 აგვ 2019, 09:11

    ციტატა: Griezzy7
    დანებებას მარტო მე ვხედავ ამ ტექსტში?


    მეც

  • ალეკო
    schedule 31 აგვ 2019, 04:29

    ციტატა: Griez
    საშინელი გუნდი საშინელი პოლიტიკით.რატომ უნდა მოგინდეს ფეხბურთელს ესეთ გუნდში თამაში ვერ ვხვდები… ვისაც წასვლა მოუნდა გუნდიდან არავინ არ გაუშვეს. მემგონი მბაპეს დააბერებენ აქ და არც რეალს აღირსებენ და არცერთ ნორმალურ გუნდს სადაც მაღალ დონეზე თამაშს შეძლებს:)))


    სრულიად მართალი ხარ👍

  • Griez
    schedule 31 აგვ 2019, 04:13

    საშინელი გუნდი საშინელი პოლიტიკით.რატომ უნდა მოგინდეს ფეხბურთელს ესეთ გუნდში თამაში ვერ ვხვდები… ვისაც წასვლა მოუნდა გუნდიდან არავინ არ გაუშვეს. მემგონი მბაპეს დააბერებენ აქ და არც რეალს აღირსებენ და არცერთ ნორმალურ გუნდს სადაც მაღალ დონეზე თამაშს შეძლებს:)))

  • ალეკო
    schedule 31 აგვ 2019, 04:02

    იცი რა ვერ გავიგეე როცა ფეხბურთელს აღარ სურს გუნდში დარჩენა თან მითუმეტეს ნეიმარის ავტორიტეტის ფეხბურთელს რა აზრი მის არ გაშვებას. ის ხო იმ მუხტით და მონდომებით ვეღარ ითამაშებს როგორც ადრე თამაშობდა.პროსტა არ მახსენდება გუნდი პაჟ-ს გარდა ვინც თავისი ნებით არ აძლევდეს უფლებას ნებისმიერ ფეხბურთელს რო გუნდი დატოვოს. გვახსოვს რაბიოს რა უქნეს კიდე ვერატის რომელსაც ბარსაში უნდოდა გადმოსვლა და ეხლა ნეიმარს. ზოგადად როცა ფეხბურთელი განუცხადებს ხემძღვანელობას რო მას გუნდში თამაში აღარ უნდა და დაუსახელებს კონკრეტულ გუნდს სადაც სურს დაბრუნება ამ შემთხვევაში წესით გუნდი მიდის დათმობებზე აკლებს ფეხბურთელს ფასს და ყველანაირად ცდილობს გაითვალისწინოს მოთამაშის ინტერესები. და ამ დროს პსჟ რას შვება უნდა ნეიმარი იმაზე ძვირად გაყიდოს ვიდრე იყიდა თან იმის გათვალისწინებით რო როცა პსჟ ში გადავიდა ნეიმარი მაშინ დაფრინავდა და ეხლა როცა აშკარად მოუკლო იმის გამო რომ პსჟს ვერ მოერგო ეხლა უნდათ ასტრონომიური ფულის სანაცვლოდ გასაღება😠😠😠. პსჟ არის გუნდი რომელიც არანაირად არ ზრუნავს თავისი ფეხბურთელების ინტერესებზე და ფიქრობს როგორ მიიღოს მაქსიმალურად მეტი ფინანსური სარგებელი

  • F.De Jong
    schedule 31 აგვ 2019, 03:43

    ამანაც რა თქვას მეტი იტოკში გვიმდა გაყვიდა მაგრამ ფულიც გვინდაო რა😂