ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანდრეს ინიესტა: ჩემი თვითმიზანი ყოველთვის განვითარება იყო

ანდრეს ინიესტა: ჩემი თვითმიზანი ყოველთვის განვითარება იყო

“ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა ნახევარმცველმა ლა ლიგაში გატარებული წლები და გამორჩეული მომენტები გაიხსენა.

“ლა ლიგაში თამაშის მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს. ამ დროის განმავლობაში თავს გადამხდა უნიკალური მოგონებები, მოვიგე უამრავი ჯილდო და მნიშვნელოვანი შეხვედრა. თავგადასავალი, ბუნებრივია, მოიცავს რთულ მომენტებსაც, მაგრამ საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ. უმაღლეს დონეზე ხანგრძლივი ასპარეზობა სიამაყის მიზეზს მაძლევს.

ჩემთვის ყველაზე გამორჩეული მომენტი ლა ლიგაში ჩატარებული სადებიუტო შეხვედრაა, “მალიორკას” წინააღმდეგ, ხოლო შემდეგ “კამპ ნოუზე” “რეკრეატივოსთან” მატჩი.

სერხიო ბუსკეტსი, ჟორდი ალბა, ჩავი, კარლეს პუიოლი, დავიდ ვილია… ფეხბურთის ერთ-ერთი დადებითი მხარე გამორჩეულ პიროვნებებთან ბრწყინვალე მომენტების გაზიარების შესაძლებლობაა. ზოგიერთ მათგანთან კონტაქტს წლების განმავლობაში აგრძელებ, ზოგთან არა, მაგრამ მოგონება არ იშლება.

ჩემი თვითმიზანი სხვათა პატივისცემა, მათგან სწავლა და განვითარება იყო. გადამიდგამს სწორი და ნაკლებად მიზანშეწონილი ნაბიჯები, მაგრამ ეს ცხოვრებაა. როცა შეცდომას უშვებ, შეგიძლია ის გამოასწორო და წინსვლა განაგრძო.“-განაცხადა ანდრეს ინიესტამ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)