30 აგვისტო ერთ-ერთი ის თარიღია, რომელიც არასდროს წაიშლება “ბარსელონას” ისტორიიდან. ამ დღეს რამდენიმე სასიამოვნო მოგონება უკავშირდება.
- 1994 წლის 30 აგვისტოს “ბარსელონასა” და “სარაგოსას” შორის ესპანეთის სუპერთასის განმეორებითი მატჩი შედგა. “კამპ ნოუზე” თავმოყრილმა გულშემატკივარმა 9 გოლი და 3 წითელი ბარათი იხილა. “ბლაუგრანას” შემადგენლობაში სტოიჩკოვმა და ბეგირისტაინმა გაიბრწყინეს (ორივემ დუბლი გაიფორმა), ხოლო სტუმართა რიგებში დაუვიწყარი საღამო ფრანსისკო ეგუერამ ჩაატარა, რომელმაც აქტივში ჰეთ-ტრიკი ჩაიწერა.
საბედნიეროდ, 3 დღით ადრე “ლა რომარედაზე” კატალონიელებს 2:0 ჰქონდათ მოგებული, რის გამოც სახლში განცდილ მარცხს (4:5) მათთვის ტიტულის მოპოვებაში ხელი არ შეუშლია. - ზუსტად 12 წლის წინ, გამპერის თასის ფინალში “ბარსელონამ” “ინტერს” საყვარელი ანგარიშით, 5:0 მოუგო. პირველ ტაიმში მეტოქის კარი რონალდინიომ, ჯოვანი დოს სანტოსმა და იაია ტურემ აიღეს, ხოლო მეორე ნახევარში ეს ლეო მესიმ და ტიაგუ მოტამ მოახერხეს.
- 1961 წლის 30 აგვისტოს, “კამპ ნოუ” ლადისლავ კუბალას დაემშვიდობა. “ბარსელონამ” 4:3 მოუგო “რეიმსს”, ამ შეხვედრაში კი კატალონიელთა მაისურით ალფრედო დი სტეფანო და ფერენც პუშკაში გამოდიოდნენ (“რეალის” ლეგენდები).
აჰაჰაჰაააა ბარსას ფორმა ჩააცვენს მადრიდის იგროკებს აჰაჰაჰაჰააა