ჟუნიორ ფირპოს შესაძლო დებიუტი

ჟუნიორ ფირპოს შესაძლო დებიუტი

ჟუნიორ ფირპომ “ბეტისი” აგვისტოს დასაწყისში დატოვა და “ბარსელონას” შეუერთდა. ახლა კი შეუძლია “ბლაუგრანას” მაისურით დებიუტი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ჰქონდეს.

ერნესტო ვალვერდემ განაცხადში ფირპოც შეიყვანა, რაც მარცხენა მცველს შანსს აძლევს “კამპ ნოუზე” “ბარსას” მაისურით იასპარეზოს. ლა ლიგის პირველ მატჩში ფირპო სათადარიგოთა სკამზე იყო და შეხვედრაში მონაწილეობის საშუალება არ ჰქონია.

“მე ძალიან მინდა დებიუტი სწორედ “კამო ნოუზე” მქონდეს. ჩემი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში? – მეტი რა უნდა მინდოდეს. მათ არ დაუკარგავთ თავიანთი სტილი. ისინი სახიფათო არიან და თუ ჩვენ კარგად არ დავიწყებთ, შეიძლება პრობლემები შეგვექმნას.”

ფირპოს “კამ ნოუსთან” განსაკუთრებული მოგონება აკავშირებს. წინა სეზონზე “ბეტისმა” კატალონიელთა საშინაო არენაზე 4:3 იმარჯვა და ფირპო ერთ-ერთი მოქმედი პირი იყო – პირველი გოლისა და ბოლო საგოლე გადაცემის ავტორი.

“ეს ძალიან კარგი იყო, რადგან თამაში ჩემი და ჩემი გუნდისთვის არაჩვეულებრივად წარიმართა. დიდი დრო იყო გასული “ბეტისის” “კამპ ნოუზე” გამარჯვებიდან. ახლა მე “ბარსელონას” ღირსებას ვიცავ, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ გამარჯვებისთვის.” – ციტირებს ფირპოს სიტყვებს Marca.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward