ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Mundo Deportivo: “ბარსელონა” ნეიმარზე გაბრაზებულია

Mundo Deportivo: “ბარსელონა” ნეიმარზე გაბრაზებულია

“ბარსელონა” ნეიმარზე გაბრაზებულია. კატალონიელები კვლავ ელოდებიან ბრაზილიელი ფეხბურთელის საჯარო განცხადებას “ბლაუგრანაში” დაბრუნების სურვილის შესახებ, იტყობინება Mundo Deportivo.

წყაროს ცნობით, კლუბში ფიქრობენ, რომ ფეხბურთელის საჯარო განცხადება “ბარსელონას” საქმეს ძალიან გაუადვილებს. პირველ რიგში, ეს პსჟ-ზე მოახდენს ზეწოლას, რადგან ნებისმიერი კლუბისთვის სირცხვილი იქნება გუნდში ისეთი მოთამაშის გაჩერება, რომელსაც სხვაგან სურს თამაში და ამას საჯაროდ ამბობს.

ასევე, საჯარო განცხადების შემდეგ ფლორენტინო პერესი იძულებული იქნება ნეიმარზე აღარ იფიქროს, რადგან “რეალში” ისეთი ფეხბურთელის მიყვანა, რომელიც “ბარსელონაში” თამაშზე ოცნებობს და ამას თავადაც ადასტურებს, უბრალოდ სასაცილო იქნება.

ამის მიუხედავად, ნეიმარი საჯარო განცხადების გაკეთებას არ ჩქარობს, რადგან ბრაზილიელის აზრით, ლეგენდარულ ქამბექზე (6:1) საუბრი საკმარისი იყო იმისთვის, რომ პსჟ მის გაშვებაში დაერწმუნებინა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • Don_Andresito
    schedule 23 აგვ 2019, 15:36

    კაი დედამო..ლია ესეც, ბართომეუსი არ იყოს, ბართო ამ განცხადებით გზიდან ჩამოიცილებს რეალს რომელიც ხელოვნურად ბერავს ნეიმარის ფასს, ნეიმარი კიდე დარწმუნებულები იყავით რო აქტიურად განიხილავს რეალში ტრანსფერს. ძალიან მოუმრავლდით ფანები და მომრავლდა განცხადებები ვისაც ეს არ უნდა იმის ტვინში ჩამახედა და მსგავსი არაკორექტულობები. მე მკიდია მამენტ რას ფიქრობს ნეიმარის ტრანსფერზე ის ვინც უზრდელურად აყალიბებს თავის აზრრს და სხვისას პატივს არ სცემს. ამიტო მე ჩემი აზრი მაქვს, თუ მოიყვანენ მოვიდეს, ნეიმარის დონეში ეჭვი არასდროს შემპარვია მარა როგორც პროფესიონალი დემბელეზე მეტი არაა. მერე მეორე, ან გაგვაძლიერებს ისე როგორც აქ ზოგს წარმოუდგენია ან ვერა. და მესამე, ბარსაში გადმოსვლას განიხილავს კი, მოენატრა ძველი დრო მარა არავინ იფიქროს რო დორბლებს ყრის ამის გამო, ჩვეულებრივად გადავა რეალშიც, მაგის აზრი და იდეა რო მესის ჩრდილიდან გამოსვლა და მერე აქეთ დაჩრდილვა იყო რასაც მამიკო და პელეები ჩასძახოდნენ, ფულიც მეორე თემა, ხოდა თუ ეგენი უნდა ზუსტად რეალში უნდა წავიდეს. პრსოტა იცის რო მერე ბედნიერი იქაც არ იქნება, ეს ბედნიერად არ ყოფნა ახალი მოდაა ესეთი ცერცეტა 1 უჯრედიანი იგროკების და ამიტო უნდა ბარსა და არა იმიტო რო ჩვენი ლოგო უყვარს და გუნდი. თU მოსვლაა მოვიდეს მარა თუ ერთი ადგილის თამაშს ექნება საქმე ჯოჯოხეთშიც წასულა მთლიან პსჟ სთან ხალიფასთან და პერესთან ერთად

  • ზ უ რ ა
    schedule 23 აგვ 2019, 14:44

    ნეიმარს იმხელა კლასი აქვს ყველგან ივარგებს.მაგრამ ეს მხოლოდ ბარსასთვისაა ზედგამოჭრილი.სამწუხაროდ თვითონ ინგრევს კარიერას.

  • Levan shilakadze
    schedule 23 აგვ 2019, 14:03

    გაახურეს ამათაც რა, მოიყვანეთ თუ მოგყავთ თორე მესის დამხმარე ჭირდება და დემბელეს იმედად შორს ვერ წავაალთ..

  • Donkilla
    schedule 23 აგვ 2019, 11:05

    აუ მიდი და იღადავეე🤣🤣 იმენა ინდური სერიალია.🤣🤣