კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა, სეიდუ კეიტამ “შახტართან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა, თუ რა გეგმები აქვს მის გუნდს ამ მართლაც დატვირთულ კვირაში.
“ჩვენ გვჭირდება მოტივაცია, რადგან ჯერ 1/2 ფინალში არ გავსულვართ. ვფიქრობ, დღეს ძალიან მძიმე თამაში გველის.”
–ხვალინდელი თამაში “რეალისთვის” მზადება იქნება?
–ისეთ გუნდს ვეთამაშებით, რომელიც 2 წლის მანძილზე თავის მოედანზე ქულას არ კარგავდა. გავმეორდები და ვიტყვი, რომ ურთულესი თამაში გველის. ასევე ეს შეიძლება ჩავთვალოთ, როგორც სამზადისი “რეალთან” შეხვედრისთვის.
–გუნდი ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად კარგადაა მომზადებული?
–ყველანაირად მზად ვართ და ბოლომდე ვიბრძოლებთ.
–როგორ თამაშს ითამაშებს “ბარსელონა”?
–ჩვენ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ, იგივე სტილით და ფილოსოფიით. რთული კალენდარი ვერ შეგვაშინებს.