workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა მხოლოდ სათასო მატჩებს ტოვებს

ინიესტა მხოლოდ სათასო მატჩებს ტოვებს

სამშაბათის მატჩი “შახტართან”, ანდრეს ინიესტასთვის იქნება მეორე, რომელსაც იგი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

 

თამაშები, რომელსაც ინიესტა ტოვებდა ამ სეზონში მხოლოდ სათასო შეხვედრები იყო და ამ შემთხვევებშიც წარმატებას აღწევდა გუნდი. ინიესტამ აბსოლუტურად ყველა ლა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მხოლოდ გამოტოვა: სუპერ თასის პირველი შეხვედრა, ჩემპიონთა ლიგის 1 შეხვედრა(ხვალ მეორე იქნება) და სამეფო თასის 4 შეხვედრა.

 

4 მოგება და 2 წაგება                          

 

როგორც იცით, ანდრეს ინიესტა 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ამის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა სუპერ თასის პირველ შეხვედრაში “სევილიასთან”, რომელიც “ბარსამ” 1:3 დათმო. შემდეგი წაგება “ბლაუგრანამ” “ბეტისის” წინააღმდეგ იწვნია, ეს იყო სამეფო თასის 1/2 ფინალური შეხვედრის ნამრეორებითი მატჩი, მატჩი აქაც 1:3 დასრულდა. თუმცა მის არყოფინის დროს, გუნდმა 4–ჯერ იმარჯვა, ესენი იყო ჩემპიონთა ლიგის მატჩი რუბინთან 2:0, “სეუტასთან” ურთიერთშეხვედრები სამეფო თასზე 5:1 და 0:2, ასევე ესპანეთის თასის კიდევ ერთი შეხვედრა “ალმერიასთან”, რომელიც გუნდმა 3:0 მოიგო.

 

მეორე დისკვალიფიკაცია კარიერაში      

 

სამშაბათს, იგი თავის 9 წლიან კარიერაში პირველ გუნდთან ერთად, მეორედ გამოტოვებს მატჩს დისკვალიფიკაციის გამო. პირველად ეს მოხდა 2007/08 წლის სეზონში, სადაც “ბარსელონა” “დეპორტივოსთან” 0:2 დამარცხდა. იქაც 2 ყვითელი ბარათის გამო.

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში