კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, მიუნხენის “ბაიერნი” “ბარსელონას” და “პარი სენ-ჟერმენის” მოლაპარაკებებს უცდის. “ბარსას” შეთავაზებაში ფილიპე კოუტინიოც არის ჩართული, გერმანული კლუბი კი 27 წლის შემტევით ძალიანაა დაინტერესებული.
იმ შემთხვევაში, თუ პსჟ-სთან ასეთი ტიპის შეთანხმება არ შედგება, “ბაიერნი” თავის შანსს გამოიყენებს და კოუტინიოს დაიმატებს.
საინტერესოა, რომ “ბარსამ” “რეკორდმაისტერს” ექს-“ლივერპულელი” ორი კვირის წინ თავად შესთავაზა, თუმცა მაშინ ბავარიელების პრიორიტეტი ლეროი სანე იყო. სანემ მალევე ტრავმა მიიღო და “ბაიერნმაც” არჩევანი კოუტინიოზე შეაჩერა.
პირადად კოუტინიო და მისი აგენტი “ბარსელონას” დატოვების იდეით განსაკუთრებით მოხიბლულები არ არიან.




შეეშვან ამ ნეიმარის ტრანსფერს და გაატანონ ეს მკვდარი ბავარიას ის მძორი ინტერს და ეგაა დავისვენებთ სუყველა
ტიპმა 2 წელში გუნდი დაშალა
ჯერ ხო 2 უდიდესი ტრაგედია მიიაღებინა ფანობას.
პლიუს გუნდი უკან დახია რავი რამდენი წლით.
ამის ადგილი არაა ბარსაში და გინდა ბაიერნში გახსნილა და გინდა ბარსაში შემტევად ეს არ ვარგა ნახევარ დაცვაში მაგის დაყენება და ნახევარ დაცვის გარღვევა ერთი იქნება და ფლწიმეიქერზე სადაც მაგის პოზიციაა იქ მესი დგას ასე რომ უნდა წავიდეს