workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის ადრიანო: “გვსურს “ბარსა” 4:0 დავამარცხოთ”

ლუის ადრიანო: “გვსურს “ბარსა” 4:0 დავამარცხოთ”

დონეცკის “შახტარის” თავდამსხმელმა, ლუის ადრიანომ, განაცხადა, რომ მის გუნდს შესწევს ძალა, რათა დაამარცხოს “ბარსელონა” და მიაღწიოს წარმატებას, ანუ გავიდეს 1/2 ფინალში.

 

“ჩვენ მხოლოდ “ბარსელონას” დამარცხება არ გვსურს, არამედ მიზნად გვაქვს დასახული გავიდეთ 1/2 ფინალში. ჯერ არაფერია დაკარგული, ასე, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ. “ბარსელონამ” კატალონიაში 5:1 მოგვიგო და ჩვენ საკუთარ არენაზე რატომ არ შეგვიძლია 4:0 მოვიგოთ? ჩვენ ხომ “რომას” 3:0 მოვუგეთ, ახლა კი მხოლოდ 1 გოლით მეტის გატანა მოგვიწევს, ჩვენს გუნდს აქვს ამის უნარი და შესწევს ძალა გააგრძელოს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა, მოუთმენლად ველით სამშაბათს. წინ 90 წუთია და ჩვენ დარწმუნებულები ვართ საკუთარ ძალებში”. დაასრულა ლუის ადრიანომ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში