როდესაც თქვენ ფიქრობთ პეპ გვარდიოლაზე, წარმოიდგენთ მას თუ როგორ უყურებს განვლილი თამაშების ვიდეოებს ასისტენტთან ერთად. “მაჩესტერ სიტის” ამჟამინდელ მწვრთნელს “ბარსელონაში” დიდ პატივს სცემენ. ფეხბურთელების მხრიდან განსაკუთრებით დაფასებულია მისი მუშაობის სტილი და მეთოდები. სწორედ ამ გზით მოახერხა “ბლაუგრანასა” და სხვა კლუბებში წარმატების მიღწევა.
როგორც ჩანს, პეპის გზას “ბარსელონას” ახალწვეული ფრენკ დე იონგი ადგას, რომელიც საკუთარი პროფესიონალიზმით თანაგუნდელთა განცვიფრებას აგრძელებს. როცა დე იონგი გამპერის თასის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, მან აღნიშნა, რომ ეს არ დაუმსახურებია. ჰოლანდიელი ყველა მცირე დეტალს აკვირდება და გაუმჯობესებას ცდილობს.
ამერიკული ტურნედან დაბრუნებისას თვითმფრინავში დე იონგი, გვარდიოლას მსგავსად, “ნაპოლისთან” შეხვედრის სახიფათო მომენტებს უყურებდა. აშკარაა, რომ სურდა ენახა საკუთარი თამაში, შეეფასებინა და ხარვეზებიც აღმოეჩინა. გასაკვირი არ არის, რომ ერნესტო ვალვერდე უკვე იქცა ჰოლანდიელის დიდ გულშემატკივრად.
ნუ არ ვიცი რა უმაღლესი დონის დადება შეუძლიამ ამ ბიჭს
ხო და პუჩს ესე დაკარგავენ ეს დებილები…. როგორ მენანებ ეს ბიჭი სასმე გასაშვებად, ტიპი იმენა ისეა სტადიონზე როგორც თევზი წყალში, ხედვა სისწრაფე პასი გამბედაობა რავიცი ველფერი აქვს… და ეს დებილები დადგებიან დანიჯარით გაუშვებენ….
საოცარი ბიჭი გვყავს 👏
დე იონგს გაუმართლა , რომ ბარსელომას გაზრდილი არ არის , თორემ იჯარით გაშვება არ ასცდებოდა სადმე . ისე , ამათ იჯარა ისე უყვართ , ბართოლომეო მცირე , საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი მგონია . ისე , ერთ დღეს კამპ-ნოუს მოედანიც არ გასცეს იარით , ორი თვე მაინც არ ვთამაშობთ , რამეს მოიყვანდა კაცი .