ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი გარი ლინეკერი ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ერთანეთს ადარებს. ის ორივე ფეხბურთელს აქებს, მაგრამ არჩევანს მაინც მესიზე აჩერებს.
“მესი თუ რონალდუ? მესი. მე ორივე მიყვარს, მაგრამ თუ Twitter-ზე რონალდუს შევაქებ, მესის ფანები შემომიტევენ, ხოლო თუ მესის შევაქებ – რონალდუს ფანები.
შეგიძლიათ ორივე მათგანი გიყვარდეთ და ორივეს აღმერთებდეთ, როგორც მე, მაგრამ ისინი განსხვავებულები არიან. რონალდუ ათლეტია. ის მუდმივად მომართულია და თამაშისგან მაქსიმუმს იღებს. ის საუკეთესო თავით მოთამაშეა ვინც ოდესმე მინახავს და საუკეთესო გოლეადორი. თუმცა, მესიც კარგი გოლეადორია, ის ასევე კარგი მეპასეა და კარგი დრიბლიორი.
როდესაც რონალდუს ვუყურებ, მისით აღფრთოვანებული ვარ, მესი კი სიამოვნებას მანიჭებს. ესაა განსხვავება.” – ციტირებს ლინეკერის სიტყვებს Goal.
რეალურად ამ ორმა კაცმა ფეხბურთი სხვა საფეხურზე აიყვანა.ესენი მე ვერ წარმომიდგენია უერთმანეთოდ.აი ესაა ჯანსაღი კონკურენცია.მესი სულ სხვაა.ჩემი აზრით ლეოსნაირი აღარ დაიბადება.ამ კაცს ნიჭი აქვს.მაგრამ რონალდო არის კაცი ვისაც შეუძლია საკუთარი თავისგან მაქსიმუმი გამოწუროს.მანქანასავითაა.მოკლედ დაანებეთ რა თავი იმაზე ლაპარაკს თუ რომელი ჯობია და მაგათი თამაშის ყურებით დატკბით თორე გავა წლები და მოგენატრებათ ამათნაირი მოთამაშეები
ეტყობა ის ნეის ადვოკატი მართლა სხვა საქმეზე იყო თორე აქამდე გადაწყდებოდა ნეის ამბავი.
რა ჭირს ამას რაღაც სხვანაირად ალაპარაკდა მესიზე
რეალურად ცოტა სხვანაირად თქვა ლინეკერმა.