კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობა “სელტას” 17 წლის ამომავალ ვარსკვლავ, დენის სუარესს აკვირდება. კატალონიური ყოველდღიური გაზეთის, “სპორტის” გავრცელებული ინფორმაციით, “ბლაუგრანამ” ვიგოელებს უკვე შეატყობინა სუარესის ყიდვის სურვილზე და მათ თანხის დასახელება მოსთხოვა.
დენისმა “ბარსას” სკაუტების ყურადღება ესპანეთის 17 წლამდელთა ნაკრებში გამოსვლისას მიიპყრო. იგი იქ “ბარსა ბ”–ს ფეხბურთელის, ჯერარდ დელოფეუს მხარდამხარ თამაშობს და “ლურჯ–ბროწეულისფერებს” სურთ მომავალში ამ ორი ბრწყინვალე ფორვარდის ტანდემი შექმნან.
კატალონიელები შეეცდებიან სუარესი იქამდე იყიდონ, სანამ ევროპული კლუბები მას აღმოაჩენენ.
თავად ფეხბურთელს ამის შესახებ ჯერ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა ის, რომ დენისი “ბარსაში” თამაშზე უარს იტყვის.


