ტიაგო ალკანტარა ძალიან კარგად აცნობიერებს, თუ რას ნიშნავს თამაშობდე “ბარსელონას” პირველ გუნდში. ახალგაზრდა ნახევარმცველის ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს ხელსაყრელი შემთხვევები, რომელსაც მრავლად აძლევს პეპ გვარდიოლა.
შეგახსენებთ, რომ ტიაგომ გოლი 63–ე წუთზე გაიტანა, ამ დროისათვის ანგარიში 1:1 იყო და ამ ბურთმა დიდი ფსიქოლოგიური წნეხი მოუხსნა გუნდს. ეს, რა თქმა უნდა, ტიაგოს დამსახურებაა და შეიძლება ითქვას, რომ 3 ქულა ტიაგოს დამსახურებაა, 80%–ით მაინც. მატჩის შემდეგ ტიაგო მიიწვიეს “ბარსა ტვ”–ში და იქ ისაუბრა მის შანსებზე, რომელსაც ხოსეპ გვარდიოლა აძლევს და თან ხშირად.
გარანტირებული რესურსი
პეპ გვარდიოლა ძალიან დიდი ხანია ენდობა “ბარსა ბ”–ს ფეხბურთელებს და სწორედ მათი დახმარებით აძლიერებს ხშირ შემთხვევაში გუნდს. ბოსი ძალიან ბევრ შანს აძლევს კანტერანოებს და მათ უნდა გამოიყენონ ეს. ტიაგო აცნობიერებს, რომ პირველ გუნდთან ერთად ყოფნა “ჯილდოა” მისთვის: “მე ყველანაირ შანსს გამოვიყენებ საკუთარი თავის წარმოსაჩენად”.
განსაკუთრებული მომენტები
“ბარსელონა” თანდათან უახლოვდება სეზონის დასკვნით ფაზას. ტიაგოს სჯერა, რომ გუნდთან ერთად ასპარეზობა დიდი გამოცდილებაა მისთვის და იგი ამით სიამოვნებას იღებს, ხოლო მადრიდის “რეალთან” თამაში მისთვის ფანტასტიკის ტოლფასია.
თავური დარტყმა
ამ სეზონში ალკანტარამ უკვე ორი გოლი გაიტანა მთავარ გუნდში. პირველი გოლი მან სამეფო თასის განმეორებით შეხვედრაში გაიტანა “ალმერიას” წინააღმდეგ, ხოლო მეორე გოლი კვლავ იგივე გუნდს გაუტანა, ოღოდ ლა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში. ორივე გოლი თავური დარტყმით განხორციელდა. ტიაგო თვლის, რომ “ეს უბრალოდ დამთხვევაა… მე არ ვარ თავით გოლების გატანის სპეციალისტი. ეს ორივე გოლი თავისუფლად შეგვიძლია მივაწეროთ ფორტუნას”.
კანტერა ულიმიტოა
ტიაგო, შეიძლება ითქვას, რომ ორი გუნდისთვის იბრძვის ამ სეზონში. იგი ხშირად დაეხმარა პირველ გუნდს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ის მთავარ როლს ასრულებს ხოლმე “ბარსა ბ”–ს თამაშებში. მას შემდეგ, რაც “ბარსა ბ”–მ მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა სეგუნდა დივიზიონში, ტიაგომ განაცხადა: “ლუის ენრიკეს გუნდს ლიმიტი არ აქვს. ეს უბრალოდ შესანიშნავი გუნდია და რაც მთავარია ერთ მუშტად შეკრუილი”. დაასრულა ტიაგო ალკანტარამ.



