workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ნაპოლი”-“ბარსელონა” – ჟერარ პიკე მატჩის წინ

“ნაპოლი”-“ბარსელონა” – ჟერარ პიკე მატჩის წინ

“ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა, ჟერარ პიკემ, “ნაპოლისთან” ამაღამ გასამართი დაპირისპირების წინ ჟურნალისტების კითხვებს მაიამიში გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა.

“გრიზმანი დიდებული ფეხბურთელია და კარგია, რომ ის ჩვენთან ერთადაა. წარსულს მნიშვნელობა არ აქვს. თუ კარგად ითამაშებ და გოლებს გაიტან, გულშემატკივრები შენს მხარეს იქნებიან. იმედი მაქვს, ის ადაპტაციას მალე გაივლის.

ნეიმარი? რა თქმა უნდა, ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე, მაგრამ არ ვაპირებ პირადი საუბრები გავასაჯაროო. ის უნდა გამოვიდეს საჯაროდ და ილაპარაკოს. ის ძალიან კარგია როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. ნეიმარის დაბრუნება გამიხარდება, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება.

ანჩელოტი (“ნაპოლის” მწვრთნელი) ყოველთვის წარმატებული იყო. ის დიდებული მწვრთნელია. ვფიქრობ, იტალიის ჩემპიონატიდან, “ბარსელონას” ყველაზე მეტად “ნაპოლი” ჰგავს.

რთული კალენდარი ხელს არ გვიწყობს. ყოველწლიურად უფრო და უფრო ცოტა დასვენება გვაქვს. ეს სეზონი უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე წინა.

იმედი მაქვს, მესი დროულად გამოჯანმრთელდება და ის ლა ლიგის პირველ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

რა თქმა უნდა, კოუტინიოს დარჩენა მინდა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს. მინდა, ის ბედნიერი იყოს. სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღემდე არ გვეცოდინება, დარჩება თუ არა ის.

მსოფლიოში არ არსებობს სხვა გუნდი, რომელიც “ბარსელონას” მსგავსი ზეწოლით თამაშობს. თუ ტრებლი არ მოვიგეთ, ხალხი ფიქრობს, რომ სეზონი ჩავაგდეთ.

ბოლო 11 წელიწადში 8 ლა ლიგის მოგება ისტორიული მიღწევაა. რატომ არ ვანიჭებთ ამას საჭირო მნიშვნელობას? შესაძლოა იმიტომ, რომ ჩემპიონატი დიდი უპირატესობით მოვიგეთ.

შეგვიძლია, სხვა გუნდების მსგავსად, ლა ლიგა და ესპანეთის თასი პრიორიტეტებში აღარ გვქონდეს და აქცენტი ჩემპიონთა ლიგაზე გავაკეთოთ, მაგრამ ამ ტურნირის მოგება ძალიან ძნელია და არ გვინდა რუსული რულეტკა ვითამაშოთ.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • M10 S9 D11
    schedule 07 აგვ 2019, 16:12
    #6

    ფაიზაყს ბაზრობ შაკირიჩ

  • vegassi54
    schedule 07 აგვ 2019, 15:54
    #5

    100% სიმართლეა.

  • PIQUE 3
    schedule 07 აგვ 2019, 14:44
    #4

    ყველაზე მეტას მიყვარხარ❤❤

  • neymarjr
    schedule 07 აგვ 2019, 14:15
    #3

    ჰალაზე რეები ხდებააა სოფლის საიტია

  • barca`barca
    schedule 07 აგვ 2019, 13:29
    #2

    იცის რა ლაპარაკი ;დდ

  • ana anukii
    schedule 07 აგვ 2019, 12:51
    #1

    რა ტიპია 🥰🥰 რუსული რულეტკა 😅😅