workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მეტი, ვიდრე უბრალოდ კაპიტანი !

მეტი, ვიდრე უბრალოდ კაპიტანი !

კარლეს პუიოლ საფორკადა დაიბადა 1978 წლის 13 აპრილს. იგი 16 წლის ასაკში შეუერთდა “ბარსელონას”, თუმცა მაინც ამ კლუბის აღზრდილად მოაზრება, რადგანაც საფეხბურთო ელიტას, სწორედ კატალონიურ კლუბში თამაშმა გააცნო. კარლესი ძალიან ხისტი და შეუპოვარი მცველია, მისთვის ბურთის დაკარვა წარმოუდგენელი რამაა და ასეთ შემთხვევებში ოპონენტთა საქმე იოლად არ მთავრდება. კარლესის, როგორც უკვე ნამდვილი და ღირსეული ფეხბურთელის დებიუტი “ბარსელონას” რიგებში, შედგა 1999 წელს, “ვალიადოლის” წინააღმდეგ მატჩში. აღსანიშნავია, რომ პუიოლი არ იყო ცენტრალური მცველი, მან ჯერ ფლანგები მოიარა, ხოლო შემდეგ დამკვიდრდა ცენტრში. საკუთარი ხასიათიდან გამომდინარე, ნამდვილად არ გასჭირვებია კაპიტნის სამკლაურის მორგება. როდესაც ის მოედანზეა, შეინიშნება აბსოლუტური დისციპლინა, იგი ნამდვილი ლიდერია. 2002 წლიდან იგი კლუბის შეუცვლელი წევრი გახდა. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში თუ გამოტოვებდა მატჩებს.

პუიოლი ძალიან კარგად თამაშობს თავით. უმარავი გოლი გვინახავს მის მიერ თავით გატანილი. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ტანმაღალი, სულაც არ უჭირს საჰაერო ორთაბრძოლებში წარმატების მიღწევა. ამის ნათელი მაგალითია 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც პუიოლმა გერმანიის ეროვნულ ნაკრებს გაუტანა გოლი, რომელიც გახდა ფინალში გასვლის საწინდარი. გამორბენი, ნახტომი და უძლიერესი თავური.

[media=http://www.youtube.com/watch?v=exwWvKZo9rg]

როგორც იცით, 19 იანვარს, კარლეს პუიოლმა მუხლზე ძალიან მძიმე დაზიანება მიიღო და სულ რამდენიმე დღეში 3 თვე შესრულდება მისი დასვენებისა. კაპიტანი წავიდა, მაგრამ დაცვა აგრძელებდა ჩვეულად თამაშს, მაგრამ დიდი ხნით შეეძლო “ბარსელონას” დაცვას უკაპიტნოდ ყოფნა? როგორც ჩანს, არა! პუიოლის წასვლიდან რამდენიმე მატჩში, “ბარსას” დაცვა შესუსტდა, დააკლდა ის ადამიანი, რომელიც დაუღალავად დარბოდა ფლანგიდან ფლანგზე და ახორციელებდა შესანიშნავ ვარდნას, თან ისე სუფთად, რომ მეტოქეც გაოგნებული შესცქეროდა თავის ფეხებს, ნუთუ ასეთი რამ შესაძლებელიაო. მოახლოვდა მეორე “ელ კლასიკოს” და გუნდს როგორც არასდროს, ისე სჭირდება კარლეს პუიოლი. კაპიტანი ყველაფერს აკეთებს გამოსაჯანმრთელებლად, მაგრამ ბედის წინააღმდეგ რას გააწყობს. მიუხედავად იმისა, რომ კარლესი ძალიან ძლიერია ფიზიკურად, ტრავმამ მაინც დაჯაბნა და უქმეებზე გაუშვა. 

კაპიტანმა ძალიან ბევრი ტიტულის მოგება მოახერხა “ბარსელონასთან” და ესპანეთის ნაკრებთან ერთად. ორივე გუნდში იგი შეუცვლელი ფიგურაა, მაგრამ მეორე შემთხვევაში მეორე კაპიტნად გვევლინება. ამას მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, მისი ავტორიტეტი ყოველგვარ სამკლაურზე მაღლა დგას, მისი დანახვა უბრალოდ რიდს იწვევს ფეხბურთელებში. ყოველ შემთხვევაში ასე იყო “ელ კლასიკომდე”, სადაც თავისმა მეგობარმა და თანამოქალაქემ, სერხიო რამოსმა გაშლილი ხელი უთავაზა კარლესს. მაგრამ კარლესმა ყველაზე წინ კაცობა დააყენა და ხელი არ შეუბრუნა, დამეთანხმებით არ გაუჭირდებოდა ხელის შებრუნება და უარეს მდგოამრეობაში ჩაგდება “მეგობრისა”, მაგრამ მან ყველაფერზე თვალი დახუჭა, უფრო მეტიც, პრეს–კონფერენციაზე თქვა, რომ არაფერში ადანაშუალებდა სერხიოს.

ახლა კი ყველამ იმედი ვიქონიოთ, რომ ჯანმრთელი კაპიტანი მალე დაუბრუნდება საყვარელ გუნდს და გააძლიერებს დაცვის ხაზს, “აზრზე მოიყვანს” პიკეს და სხვა ფორმიდან ამოვარდნილ ფეხბურთელებს. ის ხომ ნამდვილი ლიდერია, მისი ყველას “ეშინია”, ამავდროულად ყველაზე კეთილი და კარგი მეგობარია. კარლეს პუიოლი ყოველმხრივ უნივერსალური ადამიანია, როგორც ფეხბურთელი და როგორც პიროვნება.

ახლა კი უძლეველი კაპიტნის ვიდეო !!!

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=5ZQBUw5uBt0]

 

ეს ვიდეო დაემატა ჩვენი საიტის მომხმარებლის, Ee_Kk_eka777–ს თხოვნით (მისივე მოწოდებულია)

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=jarP8oVA_7c]

 

 

 მალე გამოჯანმრთელდი კარლეს !!!

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში