ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბართომეუს ნეიმარის ტრანსფერის დაჩქარება შეუძლია

ბართომეუს ნეიმარის ტრანსფერის დაჩქარება შეუძლია

“ბარსელონას” პრეზიდენტს შეუძლია ნეიმარის ტრანსფერი დააჩქაროს, იტყობინება Sport.

წყარო, იმ პირებზე დაყრდნობით, რომლებიც ბრაზილიელის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, იტყობინება, რომ ნეიმარის “ბარსელონაში” დაბრუნების შესაძლებლობა არსებობს. პსჟ მოხარული იქნება თუ კატალონიური კლუბის პრეზიდენტი, ჟოზეპ მარია ბართომეუ ინიციატივას გამოიჩენს და შეეცდება პარიზელებთან ტელეფონით დაკავშირებას, ან შეხვედრას (არ არის აუცილებელი ეს საჯაროდ მოხდეს). ამან, შესაძლოა, მოლაპარაკებები საგრძნობლად დააჩქაროს.

ამავე წყაროს ცნობით, პსჟ-ს შემსწავლელი აქვს ყველანაირი წინადადება, რომელიც შეიძლება კატალონიელებმა შესთავაზონ. მათ იციან “ბარსელონას” ინტერესის შესახებ, თუმცა პარიზელებს უნდათ, რომ ნეიმარის შეძენის სურვილი ბართომეუმ ოფიციალურად დაადასტუროს.

ასევე, წყაროს ინფორმაციით, “ბარსელონა” ერთადერთი კლუბია, რომელიც ნეიმარით ინტერესდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (5)

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 31 ივლ 2019, 02:08

    კოუტინიო შეეწირებაო რომამბობეენ მაგის ფასი დავარდნილია ამეტაპზე ძაან და თუ აწყობთ 140 მილიონიანი ტრანსფერიდან ხურდები აიღონ კი ბატონოო არავინ გაძალებთ ყველაზე რეალური
    რაკიტიჩი მალკომის წასვლაა 100 მილიონს აიღებენ სავარაუდოდ აქიდან პლიუს რაფინია და რამე კრედიტსაც დაამატებენ და ეგაა მარა ის მინუსები რასაც კლუბი ამდენი ტრანსფერის მერე აიკიდებს ზამთარში ან ზაფხულში უნდა გადაფარონ სუარესი გაყიდონ მეორე წელს და კიდე ვინმე

  • messi and iniesta
    schedule 31 ივლ 2019, 00:35

    აუცილებლად უნდა დააჩქარონ ტრანსფერი

  • barca`barca
    schedule 31 ივლ 2019, 00:34

    ჩვენია ნემო გადაწყვეტილი ამბავი მგონია.. ასე აგვისტოს ბოლოსკენ გააოფიციალურებენ ;დ მანამდე მოგვკლავენ ნერვიულობით

  • Alien messi
    schedule 31 ივლ 2019, 00:13

    უკვე მესამე სეზონს ვიწყებთ იმედით რომ დემბელე მოუმატებს იძახიან დემბელე ახალგაზრდაა მომავალია 10 სეზონს ითამაშებსო მაგრამ მე ნემოს თუნდაც 4-5 სეზონი მირჩევნია

  • Bakero
    schedule 31 ივლ 2019, 00:07

    აჩკარიკ ბოლომდე ნუ ბუჰღალტრობ გაანძრიე ერთი ადგილი !