ამ დღეებში კატალონიის “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს, ხოსეპ გვარდიოლას ბევრჯერ მოუწია გაეცა პასუხი კითხვაზე თავის მომავალთან დაკავშირებით.
პეპის თქმით იგი “ბლაუგრანაში” ბედნიერია, მაგრამ მისი წასვლის დრო მალე მოვა.
“მე ამ გუნდში თავს კარგად ვგრძნობ. კმაყოფილი რომ არ ვიყო, კონტრაქტს კიდევ ერთი წლით არ გავახანგრძლივებდი. ყველა მწვრთნელი, არსენ ვენგერისა და სერ ალექს ფერგიუსონის გარდა, კლუბთან ერთად დაახლოებით 4 წელი მუშაობს და შემდეგ მიდის. მე არც ფრანგი სპეციალისტი ვარ და არც შოტლანდიელი.” –ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს მადრიდული ყოველდღიური გაზეთი Marca.
შეგახსენებთ, რომ პეპმა სულ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ თუკი იტალიაში წავა, მხოლოდ “ბრეშიას” გაწვრთნის. ასევე მისით დაინტერესებულია მილანის “ინტერიც”.