მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონამ” სეზონი “ჩელსისთან” მარცხით დაიწყო

“ბარსელონამ” სეზონი “ჩელსისთან” მარცხით დაიწყო

ოფიციალური სეზონისთვის მოსამზადებელ ამხანაგურ მატჩებს “ბარსელონა” იაპონიაში მართავს. კატალონიური გუნდი “საიტამა სთედიუმზე” ლონდონის “ჩელსის” დაუპირისპირდა. 

“ბარსა” აზიაში ლიონელ მესის გარეშე იმყოფება, რაც დღევანდელ თამაშს ძალიან დაეტყო. 

ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი კომპონენტების უმეტესობაში უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მათ მომენტების გამოყენება ვერ მოახერხეს. პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი გავიდა – 34-ე წუთზე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ტამი ებრემის დარტყმა ვერ მოიგერია. 

მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე როს ბარკლიმ “ჩელსის” უპირატესობა ორამდე გაზარდა, დამატებულ დროში კი ივან რაკიტიჩმა საჯარიმოს გარედან ლამაზი დარტყმით სხვაობა შეამცირა. 

შეხვედრაში “ბარსელონას” სამივე ახალწვეულის დებიუტი შედგა – ანტუან გრიზმანი ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმი ითამაშა. ფრენკი დე იონგი და ნეტუ მოედანზე შესვენების შემდეგ გავიდნენ. 

მომდევნო ამხანაგურ მატჩს “ბარსა” “ვისელ კობეს” წინააღმდეგ, 27 ივლისს გამართავს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (6)

  • givi pavlovichi
    schedule 23 ივლ 2019, 19:53

    ასეთი მკვდარ-ცოცხალი ბარსა იქნება მთელი სეზონი…ვალიკო შენი და შენი მომყვანის დედა მოიკითხა მიხოს ვირმა…მააშ!

  • M10 S9 D11
    schedule 23 ივლ 2019, 16:51

    ციტატა: Zizou…
    ფარჩაკლონას დასაწყისი, სლეიონგებით და ლუზერმანებით აბა რისი იმედი გქონდათ? დდ


    ვაი სე უბედურო

  • M10 S9 D11
    schedule 23 ივლ 2019, 16:44

    ამხანაგური იგრა იყო ასე რომ წაგება მოგება მკიდია სამაგიეროდ კარგად დავინახე ვინ უნდა დაახვიოს გუნდიდან და ვინ არა

  • Sdaead
    schedule 23 ივლ 2019, 16:41

    არ იზამს ვალიკო თორე მალკომს უნდა მიეცეს დემბელეზე მეტი შანსი.

  • pako25
    schedule 23 ივლ 2019, 16:36

    უყურეთ ვინმემ თამაშსს?
    #valverdeout

  • ozbeta
    schedule 23 ივლ 2019, 16:36

    მოკლედ,ალენია ისევ ისეთი დოდოა, დემბელე ისევ ისეთი დოდოა, ლა მასიას ახალგაზრდები კაპიკად არ ვარგენან (რიკი პუჩს არ ვგულისხმობ) და რაფინიას გაყიდვა დიდი შეცდომა იქნება მაშIნ როცა ალენიას ტოვებენ