”ბარსელონას” ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი სრულადაა ორიენტირებული შაბათს, ”კამპ ნოუზე” გასამართ მატჩზე. კატალონიელები სტუმრად ”ალმერიას” ელიან.
დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო პირველი გუნდის ცხრამეტმა და სარეზერვო გუნდის ორმა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ფეხბურთელებმა აღდგენითი ვარჯიშები ჩაატარეს. ახლა კი გუნდმა მთელი ყურადღება ”ალმერიაზე” გადაიტანა.
დღევანდელ ვარჯიშს, რომელიც ”სიუტატ ესპორტივას” ბაზაზე, დახურულ კარს მიღმა გაიმართა, ესწრებოდა პირველი გუნდის ცხრამეტი ფეხბურთელი. ვარჯიშზე იყო სარეზერვო გუნდის ორი მეკარე – მინიო და ოიერი.
დღეს მოედანზე არ იყო ტრავმირებული პუიოლი. მან ვარჯიში სპორტ-დარბაზში ჩაატარა. ბოლო დღეებია ერიკ აბიდალი აღდგენით ვარჯიშებს ატარებს. შეგახსენებთ, რომ გუნდში კიდევ ერთი დაშავებულია – პინტო. მან მარცხენა ფეხზე ტრავმა ”შახტართან” გასამართი მატჩის წინ ჩატარებულ ვარჯიშის დროს მიიღო.


