დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, “ბარსელონას”, შესაძლოა, “ბაიერნის” მარცხენა მცველი, დავიდ ალაბა შეეძინა, თუმცა Sport-მა ეს ყველაფერი უარყო.
რა თქმა უნდა, თანხა, რომელიც მარცხენა მცველის შეძენაზე დაიხარჯება, ნეიმარის ტრანსფერზეა დამოკიდებული, მაგრამ ამ პოზიციის გასაძლიერებლად “ბარსელონა” 25 მილიონ ევროზე მეტს არცერთ შემთხვევაში არ დახარჯავს.
კლუბს მარცხენა მცველის პოზიციაზე სამი კანდიდატი ჰყავს, დავიდ ალაბა კი ერთ-ერთი მათგანი არ არის. კატალონიელები მის ყიდვაზე დაფიქრდნენ, მაგრამ ეს ვარიანტი რამდენიმე კვირის წინ გამორიცხეს. ავსტრიელს “ბაიერნთან” კონტრაქტი 2021 წელს უმთავრდება და თუ მან არ გაახანგრძლივა, “ბლაუგრანა” ალაბას შეძენას შემდეგ წელს შეეცდება.
ამ პოზიციაზე კატალონიური კლუბის მთავარი მიზანი რაფაელ გერეირუს შეძენაა, თუმცა, შესაძლოა, “ბარსელონას” “პარი სენ-ჟერმენმა” დაასწროს, რომელიც ასევე განიხილავს ამ ფეხბურთელის დამატებას. კანდიდატებს შორის განიხილება ჟუნიორ ფირპოც, მაგრამ ის პრიორიტეტი არ არის.
“ბარსელონას” სურს, რომ მარცხენა მცველი შემდეგ კვირას გაიფორმოს, რათა ის გუნდს აშშ-ში გაჰყვეს.




არ არი ამ აკადემიასი ისეტი იგროკი რო დააწინაურონ და რა ქნან პრახადნოი დვორის ამოწევას ხო ჯობიოა რო მოიყვანონ ვინმე ნორმალური
ერთი მხრივ ეს რომ მოვიდეს დაალპობს სკამზე სხვებისავით ვალვერდემორი, არა უნივერსალია ყველგან შეუძლია მაღალ თამაში
Amaze uketess vis sheidzenen arada es ramagaria tan universali .. mokled sawuwuno araperia grizi da deiongi dzaan kai shenadzenebia mata moayolon upasod… magram amis mosvlac dzaan gamaxarebda
აკადემიიდან დააწინაურონ ვინმრ თან ალბას ლევანტეებთან დაასვენებს გამოცდილება დაუგროვდება და ალბა რო წავა ჩაანაცვლებს თან ფულიც დაიზოგება და ნეის დაბრუნება რეალური გახდება
ხოდა გერეირო უნდა მოიყვანონ რა ფირპო გერეირო დაიდოს