workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: ”უფლება არ გვაქვს, რომ დავმარცხდეთ ”ალმერიასთან”

გვარდიოლა: ”უფლება არ გვაქვს, რომ დავმარცხდეთ ”ალმერიასთან”

”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ესპანეთის ჩემპიონატის 31-ე ტურის გათამაშებას, სადაც კატალონიელები ”ალმერიას” უპირისპირდებიან, იტყობინება ”მარკა”.

”ლურჯ-ბროწეულისფერთა” ხელმძღვანელის განცხადებით, მათ უფლება არ აქვთ, რომ ჩააგდონ აღნიშნული თამაში.

”შესაძლებელია, ჩვენ დავმარცხდეთ ”რეალთან” ”სანტიაგო ბერნაბეუზე” და დავკარგოთ სამი ქულა  საშინაო მატჩში ”ესპანიოლთან”. ”კლასიკომდე” წაგების უფლება არ გვაქვს. თუ ჩვენ გვაქვს ”რეალთან” მიმართებაში რვა ქულიანი უპირატესობა, ვალდებულები ვართ, რომ მადრიდში ზუსტად ასეთივე უპირატესობით ჩავიდეთ. ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ არ მოვუგოთ ”ალმერიას”. ამისათვის ფეხბურთელებმა სრულად უნდა აღიდგინონ ძალები.” – განაცხადა პეპ გვარდიოლამ.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში