ესპანელი ნახევარმცველი, სერხიო ბუსკეტსი, დღეს 31 წლის გახდა.
ბუსკეტსი “ბარსელონას” აკადემიას 2005 წელს შეუერთდა, ძირითად გუნდში დებიუტი კი 2008 წელს ჰქონდა, რის შემდეგაც 536 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ის კლუბის ისტორიაში საუკეთესო ნახევარდაცვის ნაწილს შეადგენდა და გუნდთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი 8-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ, ასევე 18 სხვა ტიტული მოიგო.
სერხიო 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 2008 და 2012 წლებში კი ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა გამარჯვება.




საუკეთესო საყრდენი მსოფლიოში!!!
გილოცავ ბუსი !
არგენტინასთან რომ გაეხსნა მოიგებდა?
არგენტინისთვის უნდა მოეგო მინიმუმ 3 ბურთიანი ჰანდიკაპით. როგორც 2010 ში გერმანიამ ამოტენა არგენტინა. დეშამი არაა ტოპ მწვრთნელი.
საფრანგეთმა კი მოიგო მსოფლიო მაგრამ უსახური ფეხბურთი ითამაშა. მეორე ნომრად მოთამაშე მსოფლიო ჩემპიონი. დეშამმა მინიმალურ დონეზე გამოიყენა ამხელა რესურსი.
გილოცავ ბუსიი ❤❤❤
გვარდიოლას სტილის და ფილოსოფიის მიმდევარი მწვრთნელი მოვიდეს და მესის წასვლას არც შევიტყობთ.აგერ კლოპის ლივერპულს შეხედეთ ვინ იყო ტოპ ვარსკვლავი თავიდან?კლოპის სათამაშო სისტემაში გაიხსნა სალახი ფირმინიო და მანე ასევე ვინ იცნობდა ლივერპულის განაპირა მცველების კლოპიმდე? მწვრთნელი არის კლოპი და გვარდიოლა ჩემი აზრით დღეს დღეობით საუკეთესო მწვრთნელები მსოფლიოში რომლებსაც გააჩნიათ საკუთარი ხელწერა.
იმედია ხავი გაამართლებს
ზაგრების დინამო უკვე თემაა…
მესი რომ წავა ( ბევრი ფანი გამოაკლდება ბარსელონას, რაც თავად კლუბს ცოტა ჩაძირავს და + 1-2 სეზონი მინიმუმ ძალიან გაუჭირდება…
ზოგი ფეხბურთის ყურებას დაანებებს თავს და ა.შ…
მაგრამ საბოლოოდ ბარსელონა ბარსელონად დარჩება რაცარუნდა იყოს…
მერ ნახეთ ბარსას ცუდი თამაშიც რომ პერესს და მარაზმს დაბრალდება დდ
როგორ არ წარმომიდგენია, დაგუგლე 2005 დან უკან ბარსას შედეგები და ნახავ, 3-4 წელიწადში ერთხელ ჩემპიონობა, ასევე თასიც, ბერნაბეუზე თამაშების 80%-ის წაგება, ბარსელონაში 50% მოგება.
ჩემპიონთა ლიგა 10-20 წელიწადში ერთხელ და ასე შემდეგ.
ჩემი აზრით მესის შემდეგაც შეინარჩუნებს ბარსელონა იგივე დონეს, გააჩნია მენეჯმენტი რას იზამს. 2004 ში როცა რაიკაარდი მოვიდა სულ სხვა გუნდის შენება დაიწყო. საჭიროების მიხედვით ხდებოდა ფეხბურთელების მოყვანა და მწვრთნელებიც შესაბამისი მოდიოდია. ყველას ეგონა რონალდიონიოს შემდეგ ბარსელონა დაიშლებოდა მაგრამ კი ვნახეთ რაც მოხდა. ვალვერდეც არაა ცუდი მწვრთნელი, ლიგის მოგებას იღბალიც უნდა. ზუსტად ამ სწორი სატრანსფერო პოლიტიკის შედეგია რომ ბოლო 10 15 წელია კლასიკოებში ბარსელონა დომინანტია. მარტო მესი არაფერს ნიშნავს, არგენტინა ამის მაგალითია. მსოფლიოზე ესპანეთს გერმანიას არცერთს არ ყავდა ლიდერები მაგრამ დაფრინავდნენ. დღევანდელ ფეხბურთში მთავარია სათამაში სისტემის შექმნა.
ვიცი და რახდება თქო მაგიტო ვკითხულობ… აღარ გვაქვს ახლა შანსი?
გილოცავ
2008 ში არ იყო გამოძახებული
წადი მაგათი ფეხბურთი მ…ან ათ წუთში სამი ბურთი რანაირად უნდა გაუშვა შენ სტადიონზე თან
გილოცავ, სერჟიო!
საუკეთესო თავის პოზიციაზე…
0-3 ვაგებთ
საბურთალოსკენ რა ხდება?
როგორ არ წარმომიდგენია, დაგუგლე 2005 დან უკან ბარსას შედეგები და ნახავ, 3-4 წელიწადში ერთხელ ჩემპიონობა, ასევე თასიც, ბერნაბეუზე თამაშების 80%-ის წაგება, ბარსელონაში 50% მოგება.
ჩემპიონთა ლიგა 10-20 წელიწადში ერთხელ და ასე შემდეგ.
გილოცავ ძალია მაგარო ფეხბურთელი <3
Yvela drois sauketeso chamshleli 😍😍 🐙
წარმოგიდგენიათ ბარსა მესის შემდეგ? ნეიმარი დასაბრუნებელია რამდენადაც არ უნდა დაუჯდეს ბარსას 😉