workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“სევილია” და “შახტარი”

“სევილია” და “შახტარი”

გახსოვთ ალბათ “სევილიას” კარში გატანილი გოლი ბოიანის მიერ, ბოიანის გოლზე საინტერესო მანამდე განვითარებული მოვლენებია, გათამაშებული კომბინაცია, რომელიც ინიესტასი და ალვეშისა უკვე “ტრადიციული” ხდება და ეს ტრადიციულობა გუშინ დამტკიცდა. 

ალვეში ამპლუით მარჯვენა მცველია, მაგრამ იგი ხშირ შემთხვევაში თავდამსხმელებზე წინაც არის და ამას თავისი შედეგი ყოველთვის აქვს. “სევილიასთან” მატჩში ანდრეს ინიესტამ ერთი გადაცემით დანი ალვესი ერთი – ერთზე გაიყვანა, ბრაზილიელი თავისი საყვარელი მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში ცენტრფორვარდის ადგილას და გადაცემა გაუკეთა ბოიან კრკიჩს, ესპანელს ისღა დარჩენოდა ბურთი კარში შეეგორებინა.

ამ კომბინაციამ გუშინაც გაჭრა. მეორე ბურთი, დონ ანდრესმა გენიალური გადაცემა გააკეთა, ალვეშმა კი ყველაფერი უმაღლეს დონეზე შეასრულა. რამდენიმე დღის განმავლობაში შედგა ორი ერთმანეთის მსგავსი კომბინაცია. გთავაზობთ ამ ორ კომბინაციას, კიდევ ერთხელ დატკბით ანდრესის მოედნის ხედვით და ბურთის მოპყრობით და ალვეშის ტექნიკურობით.  

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=wCT5YBq2i0A]

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=C4_FDwxdvg8]

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში