დღეს, “შახტართან” გამარჯვების შემდეგ, გუნდმა ვარჯიში განაახლა. ვარჯიშზე უკლებლივ ყველა ფეხბურთელი იმყოფებოდა, გარდა აბიდალისა და კარლეს პუიოლისა. ესპანელი მცველი სპორტ–დარბაზში ვარჯიშობდა, ერიკ აბიდალი კი აგრძელებს გამოჯნამრთელებას. მოედანზე იმყოფებოდნენ ასევე მეორე გუნდის ფეხბურთელებიც – ტიაგო, ოიერი, ბენხა და მინიო.
ვარჯიში მსუბუქი სახის იყო. კატალონიელები სრული დატვირთვით ხვალ ივარჯიშებენ.
ფეხბურთელები ემზადებიან “ალმერიასთან” მატჩისათვის, რომელიც შაბათს, თბილისის დროით 22 საათზე გაიმართება “კამპ ნოუზე”.