10 რამ, რაც ანტუან გრიზმანის შესახებ უნდა ვიცოდეთ

10 რამ, რაც ანტუან გრიზმანის შესახებ უნდა ვიცოდეთ

დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ 28 წლის ფრანგი ვარსკვლავი ანტუან გრიზმანი კარიერას “ბარსელონაში” განაგრძობს.

კატალონიური კლუბის ვებგვერდი გვთავაზობს 10 ფაქტს, რომლებიც ანტუან გრიზმანის შესახებ უნდა ვიცოდეთ.

1. კავშირი ანტუან დე სენტ-ეგზიუპერთან

საქვეყნოდ ცნობილ მწერალთან გრიზმანს მხოლოდ სახელი არ აკავშირებს. ფრანგი ფეხბურთელის მეტსახელი (“პატარა პრინცი”) ეგზიუპერის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებიდან მოდის. გრიზმანის ერთ-ერთ ტატუზე კი ვკითხულობთ ეგზიუპერის ცნობილ ფრაზას: “აქცია ცხოვრება ოცნებად და ოცნება რეალობად.”

2. პორტუგალიიდან მაკონში

“ბარსელონას” ისტორიაში მე-20 ფრანგი ფეხბურთელი საფრანგეთის ქალაქ მაკონში დაიბადა, მაგრამ მისი ფესვები პორტუგალიიდან მოდის. მისი დედის მამამ, ამარო ლოპესმა, პორტუგალიაში პროფესიონალი ფეხბურთელობა მიატოვა და საფრანგეთში გადაბარგდა, სადაც მშენებლობაზე მუშად მუშაობდა.

3. რთული დასაწყისი

გრიზმანის პირველი გუნდი მაკონიდან იყო და ერქვა “შარნაი ლე მაკონი”. ეს გუნდი, მოგვიანებით, საფეხბურთო კლუბ “მაკონს” შეუერთდა და შეიქმნა ახალი კლუბი “საფეხბურთო გაერთიანება მაკონეზი”.

ანტუანის პროგრესი აშკარა და შეუქცევადი იყო. მან არაერთი ფრანგული გუნდის ყურადღება მიიქცია. “ოსერი”, “ლიონი”, “სოშო”, “სენტ-ეტიენი”, “მეცი” და “მონპელიე” მას სინჯებზე ეპატიჟებოდნენ. თუმცა, სიდაბლის გამო, ის ყველა აკადემიაში დაიწუნეს.

როდესაც გრიზმანი 13 წლის იყო მან ესპანური “რეალ სოსიედადის” ყურადღება მიიქცია. ის მშობლიური ქალაქიდან ბაიონაში გადაბარგდა ერიკ ოლატსთან ერთად, რომელმაც ის აღმოაჩინა. სწორედ “სოსიედადში” გაიბრწყინა გრიზმანმა პირველად.

4. “ბლაუგრანა” მაისური

მაკონში ყოფნის დროს, ადგილობრივ გუნდში, გრიზმანი “ლურჯ-წითელი” მაისურით თამაშობდა.

5. ოცნება მეკარეობაზე

გრიზმანს არა მხოლოდ გოლების გატანა, არამედ მათი მოგერიებაც მოსწონდა. ბავშოვბაში მას ხელთათმანების გაკეთება და კარში დგომა უყვარდა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ ის სწორედ ამას აკეთებდა.

6. კალათბურთის სიყვარული

ანტუან გრიზმანი NBA-ს დიდი მოყვარულია. მისი ფავორიტი კალათბურთელი დერეკ როუზია. გრიზმანის სახლს მადრიდში საკალათბურთო მოედანიც აქვს.

7. დებიუტი დიდ ეკრანზე

ანტუან გრიზმანმა The Lego Batman Movie-ს ფრანგულ ვერსიაში სუპერმენი გაახმოვანა.

8. სონი ანდერსონი – ანტუანის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი

ბავშვობაში, მისი თანატოლების უმრავლესობის მსგავსად, გრიზმანსაც სურდა მისი კუმირის ავტოგრაფი მოეპოვებინა. ის სონი ანდერსონით იყო მოხიბლული, რომელიც საფრანგეთში სათამაშოდ “ბარსელონადან” გადავიდა.

9. ავტომობილი და “ოქროს ბურთი”

2016 წელს, ანტუან გრიზმანმა ავტომობილის მართვის დროს შეიტყო, რომ ის მსოფლიოს წლის საუკეთესო სამ ფეხბურთელს შორის მოხვდა. ის შოკირებული იყო და თავსი დასა და აგენტს არ უჯერებდა. ანტუანს ეს ყველაფერი ხუმრობა ეგონა.

10. მატე

გრიზმანს ურუგვაული კულტურა და სასმელი მატე უყვარს. ურუგვაელი, რომელმაც ანტუანს მატე გაასინჯა, კარლოს ბუენო იყო, რომელთან ერთადაც ის “სოსიედადში” თამაშობდა. ახლა, მას შეუძლია მატე ორ სამხრეთ ამერიკელთან და ამ სასმლის დიდ მოყვარულთან, ლეო მესისთან და ლუის სუარესთან ერთად მიირთვას.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (8)

  • messi and iniesta
    13 ივლ 2019, 03:19

    რაც მასზე არ ვიცით იმედია საფეხბურთო მოედანზე დადებითი კუთხით წარმოაჩენს

  • M10 S9 D11
    12 ივლ 2019, 21:26

    ათი არა მარა ერთი ის ვიცი რო უმაგრესი ფორვარდი დავითრიეთ გრიზის სახით

  • De jong21
    12 ივლ 2019, 19:06

    ციტატა: Serenity.

    ციტატა: Frenkie de Jong_

    ციტატა: Serenity.
    მე-11: არ უყვარს და პატივს არ სცემს კლუბსა და მაისურს, რომლითაც უნდა ითამაშოს.


    პირიქით.

    გუნდს კი არა გუნდეელებს ცემს დიდ პატივს.

    მსოფლიოზე ურუგვაის რო გაუტანა გოდინის გამო არ აღნიშნა. და წარმოიდგინე ატლეტიკოზე რას იზავს.

    ბარსა ვიგულისხმე. არ უყვარს ეს გუნდი და მიზეზი გადმოსვლის ის არის რო ახლა გააანალიზა ატლესთან ერთად ვერაფრის მომგები რო ვერ იყო. ესპანეთში ბარსა დომინირებს, ევროპაში კიდე ჩოლოს ფეხბურთს შანსი არ აქვს. შარშან ვისაც მართლა უყვარდათ ბარსა და გადმოსვლა უნდოდათ გემახსოვრება რაები აკეთეს რო გადმოსულიყვნენ.იმავე დროს ეს ფილმს იღებდა რო დაეცინა როგორც კლუბის, ისე გულშემატკივრებისთვის, რომლებსაც უნდოდათ მისი გადმოსვლა.


    კოუზე ამბობ?თუ მაგაზე ამბობ ზუსტად მაგიტო ვცემ უდიდეს პატივს კოუს და მინდა რო დარჩეს ერთი სეზონი მაინც

  • Serenity.
    12 ივლ 2019, 18:59

    ციტატა: Frenkie de Jong_

    ციტატა: Serenity.
    მე-11: არ უყვარს და პატივს არ სცემს კლუბსა და მაისურს, რომლითაც უნდა ითამაშოს.


    პირიქით.

    გუნდს კი არა გუნდეელებს ცემს დიდ პატივს.

    მსოფლიოზე ურუგვაის რო გაუტანა გოდინის გამო არ აღნიშნა. და წარმოიდგინე ატლეტიკოზე რას იზავს.

    ბარსა ვიგულისხმე. არ უყვარს ეს გუნდი და მიზეზი გადმოსვლის ის არის რო ახლა გააანალიზა ატლესთან ერთად ვერაფრის მომგები რო ვერ იყო. ესპანეთში ბარსა დომინირებს, ევროპაში კიდე ჩოლოს ფეხბურთს შანსი არ აქვს. შარშან ვისაც მართლა უყვარდათ ბარსა და გადმოსვლა უნდოდათ გემახსოვრება რაები აკეთეს რო გადმოსულიყვნენ.იმავე დროს ეს ფილმს იღებდა რო დაეცინა როგორც კლუბის, ისე გულშემატკივრებისთვის, რომლებსაც უნდოდათ მისი გადმოსვლა.

  • Justin Kluivert
    12 ივლ 2019, 18:57

    დაა კიდევ მატეს ნეიმართან ერთადაც მიირთმევს,დარწმუნებული ვარ heart_eyes

  • FloweN
    12 ივლ 2019, 18:44

    ამას დღეს რო ვამბობ სუბიექტურობაში ჩამითვლიან, მაგრამ ვფიქრობ წინა წელს მოდრიჩზე მეტად გრიზმანი იმსახურებდა ოქროს ბურთს. ლა ლიგა მშვენივრად ჩაატარა, მოიგო ევროპა ლიგა, მოიგო სუპერ თასი( დაამარცხა რეალი ) მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. ვარანსაც ეკუთვნოდა ისეთი წელი ჰქონდა მარა არავის უხსენებია ვარანი, წელს კი ვან დაიკზე ხელებს ისერავენ :დ პირადად ჩემი აზრით დღეს-დღეობით ვან დაიკი ნ1 მცველია, მაგრამ ოქროს ბურთის მოგება ცოტა უაზროდ მიმაჩნია. უჩლ-ზე არ გამორჩეულა საერთოდ არაფრით. დე ლიხტმა ბევრად მეტი გააკეთა უჩლ-ზე ვიდრე ვან დაიკმა. ბარსასთან ორივე ნახ.ფინალში მატიპი უკეთესი იყო ვიდრე ჰოლანდიელი, რაც შეფასებაზეც აისახა(თუ არ ვცდები)

  • Serenity.
    12 ივლ 2019, 18:41

    მე-11: არ უყვარს და პატივს არ სცემს კლუბსა და მაისურს, რომლითაც უნდა ითამაშოს.

  • Alien messi
    12 ივლ 2019, 18:34

    დაიწყეს უკვე წუწუნი My Webpage