workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
საინტერესო ფაქტები

საინტერესო ფაქტები

გთავაზობთ გუშინდელ მატჩში მომხდარ საინტერესო ფაქტებს. 

 

►  გუშინ მატჩს 86518 მაყურებელი დაესწრო, “რეალთან” 98255, “არსენალთან” 95486, ხოლო “ვალენსიასთან” 87975

► ლუჩესკუს გუნდმა კარში 5– ჯერ დაარტყა, გვარდიოლას გუნდმა კი 19 – ჯერ

► პიკემ ყველაზე მეტი ჩაჭრა გააკეთა – 12, მესიმ კი – 3, რაც თავდამსხმელის კვალობაზე კარგი შედეგია

► ანდრეს ინიესტამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და შემდეგ მატჩს გამოტოვებს უკრაინაში

► “მამამ” ანგარიში 2 წუთში გახსნა და გოლი შვილს მიუძღვნა

► დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ანდრესმა ევროპულ ასპარეზზე გაიტანა გოლი, ბოლოს მან “სტემფორდ ბრიჯზე” დაამწუხრა პეტერ ჩეხი

► სამ კვირიანი შესვენების შემდეგ, გუნდს პედრო და მაქსველი დაუბრუნდნენ. მათ 23 და 16 წუთი დაჰყეს მოედანზე

► ბოლოს გუნდმა ხუთი გოლი 26 იანვარს “ალმერიას” გაუტანა

► ევროპაში ბოლოჯერ ხუთი გოლი “ბარსელონამ” 14 სექტემბერს გაიტანა “პანათინაიკოსის” კარში 5:1

► ეს იყო გვარდიოლასთვის 125 – ე გამარჯვება, 170 მატჩში 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში