არგენტინაში ტემპერატურა უჩვეულოდ დაეცა და ნიშნული ნულ გრადუსსაც ჩამოსცდა. ქვეყნის საფეხბურთო კლუბებმა კი გადაწყვიტეს სოლიდარობის აქცია დაეწყოთ ქუჩაში მცხოვრებთათვის, რომელთაც გაყინვის საფრთხე ემუქრებოდათ.
კამპანიას მესის რესტორანი “Bar VIP Rosario”-ც შეუერთდა. ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში სრულიად უსასყუდლოთ ცხელი საჭმლით უმასპინძლდებოდნენ მსურველებს.
“ჩვენ მათ ცხელ ყავას, სოდასა და ჭიქა ღვინოსაც ვთავაზობდით. ჩვენ ამ აქციას კიდევ 15 დღის განმავლობაში გავაგრძელებთ.” – განაცხადა რესტორნის მენეჯერმა, ერიელ ალმადამ.
ლიონელ მესი როსარიოში შაბათ ღამით ჩაფრინდა პირადი თვითმფრინავით. მასთან ერთად თანაგუნდელები: ანხელ დი მარია, ჯოვანი ლო სელსო და ფრანკო არმანი იყვნენ.
უმაგრესი პიროვნებაა მესი <3
უდიდესი სპორცმენი და პიროვნება
