გუშინ, 6 აპრილს არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის ”ბარსელონას” თავდამსხმელი, ლიონელ მესი სოციალურ ქსელ Facebook-ში დარეგისტრირდა.
მოგეხსენებათ, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები აქტიურად სარგებლობენ სხვადასხვა სოციალური ქსელებით, რაც მათ საკუთარ გულშემატკივრებთან უშუალო ურთიერთობაში უწყობთ ხელს. ”ბარსელონას” ფეხბურთელებიდან აღსანიშნავია ხერარდ პიკე, რომელიც Twitter-ზეა დარეგისტრირებული და თითქმის ყოველდღიურად აწვდის თავის მიმდევრებს ინფორმაციას პირადი ცხოვრებისა და საფეხბურთოს სიახლეების შესახებ.
სხვადასხვა სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებულები არიან კარლეს პუიოლი, ანდრეს ინიესტა, დავიდ ვილია, ფრანცესკ ფაბრეგასი და სხვები.
გუშინ კი სოციალურ ქსელ Facebook-ზე დარეგისტრირებულ ფეხბუთელთა სიას ლიონელ ანდრეს მესიც შეუერთდა. ”აღფრთოვანებული ვარ! ახლა ჩვენ შეგვიძლია უფრო ახლო ურთიერთობა Facebook-ის საშუალებით.” – დაწერა თავის გვერდზე მესიმ.



