გუშინ “ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტი ჟორდი მესტრე დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მის პოსტს შეთავსებით დაიკავებს კლუბის პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბართომეუ.
ცოტა ხნის წინ El Chiringuito-მ მესტრეს გადადგომის მიზეზი გაავრცელა. ცნობილია, რომ ვიცე-პრეზიდენტი ნეიმარის “ბარსელონაში” დაბრუნების წინააღმდეგი იყო და ბორდის სხვა წევრებთან პრინციპული წინააღმდეგობის გამო მან კლუბის დატოვება გადაწყვიტა.
ახლა, “ბარსელონას” დირექტორთა საბჭოში ნეიმარის დაბრუნების წინააღმდეგი აღარავინაა, ტრანსფერის ბოლომდე მიყვანას კი “ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბართომეუ და ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბართომეუ შეეცდებიან.
ვინღა იქნება წინააღმდეგი მარტო ბართუშამ მოიპოვა ორჯერ ხმის მიცემის უფლება :დდდდდდდ
ნეიმარის ტრანსფერზეც ამას შეაწმინდეს ხელები ანუ რაღაცა ხოუნდა ეთქვათ და აჰა
აუ ეს რა ჯანდაბაა :დდ დედა აღარ ყავს ამ კლუბს :(((((((((((( ბართომეუს თავი ვადიაში ხო არ გონია :დდ ალადინობა მოინდომა ბლეად :დდ
ბართომეუ მესის პოტენციურ შემცვლელად თავის თავს მოიაზრებს 😀 ბოლოს მარტო დარჩება ყველაფერი ეგ იქნება
მე როგორც წავიკითხე მისი გათავისუფლების მიზეზი არის მისი ცუდი შედეგები, დაკავშირებული ტრანსფერებთან და ლა მასიასთან. ასევე მისი გათავისუფლება დაკავშირებულია ნეიმარის და გრიზმანის ტრანსფერებთან. რადგან ბარსელონას ხელმძღვანელების ნაწილი გაბრაზებულია გრიზმანის და ნეიმარის საქციელზე და არ სურთ მათი მოყვანა ბარსელონაში. ბარსელონას ხელმძღვანელობა არის ორ ბანაკად გაყოფილი.
დიქტატურა დაამყარა აჩქარიკამ :დ
ჟორდე ჟორდე და ერთი ჟორდე კიდევ უნდა და ეგაა აბა რა არის ჟორდე ჟორდე მესტრესი
ბოლო წინადადებაზე მაგრად გამეცინა😂😂😂