გუშინ, ინტერნეტში “ბარსელონას” ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის ფოტო გავრცელდა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის პარიზში მიემგზავრებოდა. ჟურნალისტებმა რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი “პარი სენ-ჟერმენს” დაუკავშირეს.
დღეს, კატალონიური გამოცემა Sport-ის წარმომადგენლები იმ ადამიანს ესაუბრნენ, რომელმაც ფოტო გადაიღო. მათ გაარკვიეს, რომ ფოტო არა გუშინ, არამედ კვირას იყო გადაღებული. ასევე, ხორვატი მხოლოდ მის მეუღლესთან ერთად არ იმყოფებოდა, რაკიტიჩს მისი შვილებიც ახლდა, ამიტომ დიდია იმის ალბათობა, რომ ეს მხოლოდ საოჯახო მოგზაურობა იყო და არა რაიმე მის ტრანსფერთან დაკავშირებული. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ივანი ბარსელონას აეროპორტში შენიშნეს, მაგრამ ასევე, გაირკვა, რომ სურათი მადრიდში იყო გადაღებული.
დიდი ალბათობით, რაკიტიჩი 14 ივლისს ვარჯიშს თანაგუნდელებთან ერთად განაახლებს.




რავი ნახევარფინალს და ფინალს ვუყურე და არც რაკიტიჩის გაძღლოა მინახია და არც მოდრიჩის ორივე ჩაკუკულები დადიოდნენ მოედანზე,ხორვატიის წარმატება ზოგადად გუნდურობის დამსახურება უფროა ვიდრე ამ ორის და პროსტა ესენი რადგან შედარებით გამოჩენილები არიან და ძლიერ კლუბებში არიან მაგიტო ეწერებათ ამათ ეგ ყველაფერი,როგორც კრისტინას პორტუგალიის პონტში
დაფასება არ აკლია ამ კაცს და ისიც ვიცით რომ ბევრი გააკეთა გუნდისთვის მაგრამ ვალვერდე დეიონგს თავისუფლად გააფუჭებს ამის გამო და მაგიტო უნდა წავიდეს.დარწმუნებული ვარ რომ ყველა მნიშვნელოვან მატჩში ამას ათამაშებს და იმ ტალანტსაც ჩაახშობს.იგივეს რაც კოუტინიოს უქნა
მახსოვს წინა ზაფხულში ანი ბარსა მიმტკიცებდა რაკიტიჩი მსოფლიოში მაღალი ეშელონის ნახევარმცველად ითვლება 80 მილიონად თავისუფლად გაუშვებენო)) ეხლა 50-60 მილიონზე არიან თანახმა და ეგეც არ შემოდის))
მზეა ეს ჩმისა ყველგან როა,😂😂😂
აუ ერთი ამ მძორს გაასხმევინონ და მეტი არ მინდა არაფერი