გუშინდელი შეხვედრის შემდეგ (“ბარსელონა” 5:1 “შახტარი”) გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა, ხოსეპ გვარდიოლამ და მირჩა ლუჩესკუმ კომენტარები გააკეთეს. “ბარსას” თავკაცის აზრით ჯერ არაფერი არ დასრულებულა და, რომ უკრაინელებს შესწევთ სასწაულის მოხდენის ძალა. რაც შეეხება ლუჩესკუს, მან პრაქტიკულად მიულოცა “ლურჯ–ბროწეულისფერებს” 1/2 ფინალში გასვლა. მისი თქმით თავისი გუნდის შემდეგ ეტაპზე გასვლაზე ფიქრი უკვე არარეალურია.
პეპ გვარდიოლა
“ეს ანგარიში საბოლოო ნამდვილად არ არის. “შახტარი” ძალიან კარგი გუნდია და ეს დღესაც დავინახეთ. მათ ბევრი მომენტი შექმნეს და ჰქონდათ საგოლე შანსები. ასე რომ განმეორებით შეხვედრაში არ უნდა მოვეშვათ და კვლავ მთელი სულით და გულით ვიბრძოლოთ. რაც შეგვეხება ჩვენ, კარგი თამაში ვაჩვენეთ, რაც ანგარიშზეც აისახა. იყო რამდენიმე შეცდომა დაცვაში, თუმცა ეგ არაფერი. საბოლოო ჯამში ყველა ფეხბურთელმა კარგად ითამაშა. მაინც გამოვყოფდი დანი ალვესს, რომელიც ნამდვილად საუკეთესო იყო.”
მირჩა ლუჩესკუ
“ჩვენ დავუპირისპირდით მსოფლიოს საუკეთესო კლუბს. უნდა ვთქვა, რომ რამდენიმე ბავშვური შეცდომა დავუშვით და მოწინააღმდეგემაც ეს არ გვაპატია. ასევე ჩემი აზრით ერთზე მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო, ბევრი საგოლე შანსი გვქონდა, თუმცა რა ვქნათ, ფორტუნამ გვიმტყუნა. ახლა განმეორებით შეხვედრაზე ვფიქრობთ. მართალია, 1/2 ფინალში გასვლა უკვე წარმოუდგენელია, მაგრამ ნამდვილად გვინდა საკუთარ მოედანზე მოვიგოთ და გულშემატკივრები გავახაროთ. თუ მთლიან ტურნირს შევაჯამებთ, “შახტარმა” ბრწყინვალედ ითამაშა. შემდეგ წელს თავს დავდებ, სულ სხვა გუნდს იხილავთ: ბევრად ძლიერს და გამოცდილს.”