4 ფეხბურთელი, რომლებიც ამ ეტაპისთვის “ბარსელონაში” ირიცხებიან, რამდენიმე საათში, კატალონიურ კლუბს დატოვებს. საუბარია იმ მოთამაშეებზე, რომლებსაც კონტრაქტი უმთავრდებათ.
ტომას ვერმალენი
ვეტერანი ცენტრალური მცველი “ბარსელონაში” 2014 წლიდან ირიცხება. გასული 4 წლის განმავლობაში მან მონაწილეობა მხოლოდ 53 თამაშში მიიღო, რისი მიზეზიც ტრავმებია.
ჯერჯერობით უცნობია, სან განაგრძობს კარიერას ვერმალენი.
დუგლასი
ალბათ “ბარსელონას” ბევრს გულშემატკივარს ეგონა, რომ კატალონიურმა კლუბმა გაურკვეველი ტრანსფერის შედეგად “ბლაუგრანაში” გადმობარგებული ფეხბურთელი დიდი ხანია მოიშორა, მაგრამ ასე არაა. დუგლასი ისევ “ბარსელონას” საკუთრებაა, მაგრამ ხვალიდან აღარ იქნება.
დუგლასი, რომელიც ამჟამად 28 წლისაა, “ბარსელონამ” 2014 წელს, 4 მილიონ ევროდ, გაგიკვირდებათ და დანი ალვესის შემცვლელად დაიმატა. მის აქტივში 8 თამაში და 5 მოგებული ტიტულია.
უცნობია, სად განაგრძობს დუგლასი თამაშს.
კევინ პრინს ბოატენგი
კიდევ ერთი გაუგებარი ტრანსფერი. განელი თავდამსხმელი “ბარსელონაში” გასულ იანვარში, იჯარით გადავიდა. ტრანსფერის მიზანი ის იყო, რომ მას ლუის სუარესისთვის დასვენების საშუალება მიეცა ხოლმე. 32 წლის ფეხბურთელის აქტივში 4 თამაში და 0 გოლია.
ის “სასუოლოში” ბრუნდება.
ხეისონ მურილიო
ბოატენგის მსგავსად, მურილიოც იანვარში იჯარით მოვიდა და მის ტრანსფერსაც წარუმატებელი ეთქმის. მხოლოდ 4 თამაში და არაფერი სასარგებლო “ბარსასთვის”.
კოლუმბიელი ფეხბურთელი “ვალენსიაში” ბრუნდება.
მესი დემბელე სუარესი ბუსკეციც':დ
კოოტინიო უნდა დარჩეს და პირველი ვინც უნდა წავიდეს ეს ვალვერდეა
კოუტინიოს ადგილი არაა ბარსაში არააა
მესი დემბელე სუარესი ბუსკეციც':დ
კოოტინიო უნდა დარჩეს და პირველი ვინც უნდა წავიდეს ეს ვალვერდეა
ეს დუგლასი ხო რაგახდა რა .
აქედან მხოლოდ ვერმალენის ტრამვებზე მწყდება გული ძალიან მაღალი დონის მცველი იქნებოდა რომ არა ტრამვები
წარმატება ყველას
ესენი ბალასტია. მიყვებიან დენისი, (15 იო მარა ხო ვიცი 7-8 მილიონად გაყიდიდნენ) რაფინიაც წავა ალბათ, 10 მილიონად მაინც, რაკეტა 45 მაქსიმუმ. კოუ 90 მაინც ღირს. გრიზმანის და მარცხენა მცველის ფული ამათით ამოვარდება. ნეიმარის რა გითრათ, არ მჯერა მაინც მაგ ტრანსფერის, ტითონ ბართომეუ ჩჩაშლის სხვა თუ არაფეერმა შეგვიშალა. თუ მოვიდა ნეიმარიც და მაშინ დემბელეც ესე 90-100 ად წავა და ცოტა ჯიბიდან დაამატონ. უმტიტის და სემედოს შეეშვან. გამომუშავებული ფულიც გვაქვს, დე იონგის ტრანსფერის. გომეშით სილესენით პაკოთი და ა.შ. და 130 გამოყოს ბართომეუმ, დაამატოს დემბელეს და ეგაა.
ძაან კაი მიაყოლეთ კოუტინიო რაკიტიჩი რობერტო რაფინია დენისი
50+50+25+15=140 მილიონს უეჭველი გააკეთებენ მაგათგან მინიმუმ და გრიზმანს ისე მოიყვანენ რო ნეიმარის ტრანსფერს ხელიც არ შეეშლება
https://bit.ly/2X4sHgI?fbclid=IwAR0j96cQO8p138_O6IiSQgFXMD3T0D-hGjo0lNAZxIl1emuXKP5m9hh13Ck
უაზრო ტრანსფერები ბარსას ჩვევია
იმედია ამზაფხულა გამონაკლისი იქნება ამ მხრივ
რაფინია და დენისიც მიაყოლეთ