workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვენგერი: ”ბარსას” შედეგები მესის თამაშზეა დამოკიდებული”

ვენგერი: ”ბარსას” შედეგები მესის თამაშზეა დამოკიდებული”

ლონდონის ”არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა ესპანური ”ბარსელონასა” და უკრაინული ”შახტარის” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური დაპირისპირების წინ საკუთარი აზრი გამოთქვა.

”სეზონის დაწყებიდან ”ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარ კანდიდატად ითვლება. ახლა უკვე 1/4 ფინალებია და სიტუაცია არ შეცვლილა. რატომ უნდა იცვლებოდეს? კატალონიელებს ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ყავთ და მათ საკუთარი სტილი აქვთ. თუკი ”ბარსას” სტატისტიკას შევხედავთ მივხვდებით, რომ მათი შედეგები მესის ასპარეზობაზეა დამოკიდებული. თუკი ჩემპიონთა ლიგაზე ”ბარსას” გოლების სტატისტიკას შევხედავთ აღმოვაჩენთ, რომ გუნდის მიერ გატანილი 16 გოლიდან 8 ლეოს ანგარიშზეა. ამის მიხედვით შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, თუკი მესი მიიღებს ტრავმას ”ბარსას” საერთო დონე დაიწევს. სიმართლე გითხრათ ჩემთვის ”ბარსა” მესისთან ერთად და მის გარეშე მაინც ყველაზე ძლიერ კოლექტივად რჩება. ამის გამო ”შახტარის” მისია ძალიან რთულია. ეს გუნდი ძალიან მესიმპატიურება. მირჩა ლუჩესკუმ შეძლო და იპოვა თავის ფეხბურთელებში საუკეთესო თვისებები. მის გუნდს ძალიან კარგი შეტევითი პოტენციალი აქვს და საშინაო მატჩებში ისინი ძალიან სახიფათონი არიან. ”ბარსასთან” მათ განმეორებითი თამაში სახლში აქვთ და ეს მათი პლიუსია” – განაცხადა ვენგერმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward