გუშინ და დღეს, “ბარსელონამ” და “ვალენსიამ” მეკარეები ფაქტობრივად გაცვალეს. გუშინ, იასპერ სილესენი “ვალენსიაში” 35 მილიონ ევროდ გადავიდა, დღეს კი, ნეტო “ვალენსიადან” “ბარსელონაში” 26 მილიონად (+9 მილიონი ბუნუსები) გადმობარგდა.
ეს თანხები საფეხბურთო სატრანსფერო ბაზრისთვის დიდი არაფერია, მაგრამ ორივე მეკარე ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეების ათეულში შევიდა.
იასპერ სილესენი ფეხბურთის ისტორიაში მე-5 ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა, ნეტო კი – მე-10.
ათეული ასე გამოიყურება:
- კეპა – 2018/19 – ბილბაო-ჩელსი – €80 000 000
- ალისონი – 2018/19 – რომა-ლივერპული – €62 500 000
- ბუფონი – 2001/02 – პარმა-იუვენტუსი – €52 900 000
- ედერსონი – 2017/18 – ბენფიკა-სიტი – €40 000 000
- სილესენი – 2019/20 – ბარსელონა-ვალენსია – €35 000 000
- კურტუა – 2018/19 – ჩელსი-რეალი – €35 000 000
- ნოიერი – 2011/12 – შალკე-ბაიერნი – €30 000 000
- პიკფორდი – 2017/18 – სანდერლენდი-ევერტონი – €28 500 000
- ტოლდო – 2001/02 – ფიორენტინა-ინტერი – €26 500 000
- ნეტო – 2011/12 – ვალენსია-ბარსელონა – €26 000 000
ჩემი აზრით იდეალური ზამენის მეკარე ვიყიდეთ
შტეგოს შემდეგ კასპერა მევასება ყველაზე მეტად…ძალიან კარგი ტიპაჟია მამამისის მსგავსად გულიანად უდგება საქმეს და ჟილკა არ აკლია თან ისეთებს ხსნის რომ დიდი სიამოვნებით ვისურვებდი ბარსაში
რეალმა" შესაძლოა "აიაქსის" ნახევარმცველი, დონი ვან დე ბეკი იყიდოს, წერენ ჰოლანდიურ პრესაში.
გავრცელებული ცნობით, "სამეფო კლუბმა" ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. პოტენციური ტრანსფერი 50-60 მილიონ ევროდ ფასდება.
22 წლის ვან დე ბეკი "აიაქსის" აღზრდილია. გასულ სეზონში მან 52 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი გააკეთა.
ამსტერდამულ კლუბთან ახალგაზრდა ფეხბურთელს 2022 წლის ზაფხულში ეწურება კონტრაქტის ვადა.
აქამდე არსებული ცნობით, "რეალს" "მანჩესტერ იუნაიტედის" შუახაზელის, პოლ პოგბას შეძენა უნდა, თუმცა მანიკუნიანელებს ტრანსფერის ფასზე ვერ უთანხმდება – ვან დე ბეკი კი ფრანგი სუპერვარსკვლავის ალტერნატიული ვარიანტია, გეგმა B.
ოღონდაც ეს არ მოხდეს.დე ბეკი არ ვნახო რეალის მაისურით თორე მაგრად გამიტყდება.
ბართო შენი დედაც იყიდე დე ბეკი
დიდი არაფერი მეკარე არაა მაგას ისევ ფიკფორდი მირჩევნია მე მსოფლიოზე რაც ჩაატარა მაგის მერე,მაგრამ ჩემთვის ნომერ პირველი მეკარე იქნება ყოველთვის ბუფონი
ეჰ კეპა რო ყველაზე ძვირი იქნება