“ბარსელონა”–”შახტარი”. იცით თუ არა რომ?

“ბარსელონა”–”შახტარი”. იცით თუ არა რომ?

დღეს “კამპ ნოუზე” უმასპინძლებს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ მატჩს. ამ თამაშთან ბევრი რამაა დაკავშირებული. მოდით გადავხედოთ ისტორიულ ფაქტებსა და ციფრებს.

 

► ეს მე–13 1/4 ფინალია “ბარსასთვის”. აქედან 10–ჯერ წარმატებას მიაღწიეს, 3–ჯერ კი დაემშვიდობნენ ტურნირს.

 

► ეს პირველი შემთხვევაა, როცა “შახტარი” ასე შორს გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე.

 

► მხოლოდ ერთმა გუნდა შეძლო და მოიგო 1/8 ფინალში ორივე მატჩი. ეს გახლდათ დონეცკის “შახტარი”.

 

► ბოლოს ამ ორი გუნდის შეხვედრა შედგა 2008 წლის დეკემბერში. კატალონიელები “კამპ ნოუზე” 3:2 დამარცხდნენ, მაგრამ განაღდებული ჰქონდათ ჯგუფში პირველობა.

 

► ისინი ასევე შეხვდნენ 2009 წლის აგვისტოში. ევროპის სუპერ თასის ფინალში პედრომ დამატებულ დროში გაიტანა ბურთი და ტიტული კატალონიელთ დარჩათ.

 

► ჯამში ეს გუნდები 7–ჯერ შეხვდნენ. 4–ჯერ “ბარსამ” მოიგო, 2–ჯერ “შახტარმა” და ერთხელაც ფრედ დასრულდა.

 

► “ბარსელონამ” წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე ყველა საშინაო მატჩი მოიგო: 5:1 “პანათინაიკოსი”, 2:0 “კოპენჰაგენი”, 2:0 “რუბინი”, 3:1 “არსენალი”.

 

► პირველი უკრაინული გუნდი, რომელმაც ევროპის ტურნირზე “ბარსა” საკუთარ მოედანზე დაამარცხა, იყო კიევის “დინამო”. 1997/98 წლებში. მათ 0:4 იმარჯვეს.

 

► დღეს “კამპ ნოუზე” დაბრუნდება დმიტრო ჩიგრინსკი, რომელმაც “ბლაუგრანას” მაისურით 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა ლა ლიგაში და 2 შეხვედრაში სამეფო თასზე.

 

► ანდრეს ინიესტა იქნება ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ყვითელი ბარათის შემთხვევაში გამოტოვებს შემდეგ მატჩს.

 

► “შახტარის” შემადგენლობაში ბევრია დისკვალიფიკაციის ზღვარზე: ჩიგრინსკი, გაი, ლუის ადრიანო, მხიტარიანი, რატი და სრნა.

 

► დავიდ ვილიამ დუბლი შეუსრულა “შახტარს” 2006/07 სეზონში. იმ დროს დავიდი “ვალენსიას” ღირსებას იცავდა.

 

► დღეს მატჩს წაუძღვება არბიტრი, კრეიგ ტომსონი. აღსანიშნავია, რომ ამ პიროვნებას აქამდე, ამ ორიდან არცერთი გუნდის თამაშისთვის არ უმსაჯია.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია