კოპა ამერიკის C ჯგუფის მესამე ტურში, “მარაკანაზე”, ერთმანეთს ჩილეს და ურუგვაის ნაკრებები შეხვდნენ.
მატჩის ერთადერთი გოლი 82-ე წუთზე, თავური დარტყმით ედინსონ კავანიმ გაიტანა. გამარჯვებული გუნდის მხრიდან, მატჩში მონაწილეობა ლუის სუარესმა მიიღო, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, არტურო ვიდალი კი მოედანზე არ გასულა.
[media=https://www.youtube.com/watch?v=kxvCVYnQyxc]
პარალელურად, ეკვადორის და იაპონიის შეხვედრა 1-1 დასრულდა.
ჯგუფში პირველი ადგილი ურუგვაიმ დაიკავა, მეორეზე ჩილე გავიდა, მესამეზე იაპონია – თუმცა პარაგვაიზე უარესი ბურთების სხვაობის გამო, ისინი ჯგუფში ჩარჩნენ, მეოთხე პოზიციაზე კი ეკვადორია.
![სუარესის ურუგვაიმ ჩილე დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2019/06/1561441213_b.jpg)



მაგარი პლეი ოფები იქნება
P.S. "ცოფიანს" კოპა მოგებული აქ, ხო?
კი 2011 ში