workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრო და მაქსველი მზად არიან

პედრო და მაქსველი მზად არიან

“ბლაუგრანას” მწვრთნელის განკარგულებაში მთავარი გუნდის ყველა მოთამაშე გახლდათ. კარგი ინფორმაცია კი ისაა, რომ პედრო და მაქსველი ვარჯიშს დაუბრუნდნენ და სრული დატვირთვით იასპარეზეს. მედიკოსებმა მათ ნება დართეს, რომ ეთამაშათ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ნიკალურ ეტაპზე დონეცკის “შახტარის” წინააღმდეგ.

 

ვინ არ თამაშობს?    

 

კარლეს პუიოლი სრული დატვირთვით გადის აღდგენით სამუშაოებს. მას ჯერ თამაშის ნება არ დართეს, მაგრამ გაზონზე მაინც ვარჯიშობდა. იგი გადიოდა ინდივიდუალურ აღდგენით პროგრამას. აბიდალი კი, რომელმაც წინა ვარჯიშზე კუნთები გაახურა, სათადარიგოთა სკამზე იჯდა და უცქერდა თანაგუნდელებს.

 

ვარჯიშის დასაწყისში პეპ გვარდიოლა გუნდთან ერთად არ იყო, რადგანაც იგი ინტერვიუს აძლევდა ჟურნალისტებს, თუმცა რამდენიმე წუტის დაგვიანებით იგი შეუერთდა თავის შეგირდებს.

 

24 მოთამაშე გაზონზე            

 

დღეს ვარჯიშზე იმყოფებოდა 20 პირველი გუნდის ფეხბურთელი და ოთხიც “ბარსა ბ”–დან. აღსანიშნავია, რომ კანტერადან იყვნენ ის ფეხბურთელები, რომლებიც ასპარეზობდნენ “წყალქვეშა ნავებთან”: მონტოია, ტაიგო, დოს სანტოსი. ასევე იმყოფებოდა ფონტასიც.

მატჩი გაიმართება თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე. მატჩის პირდაპირი ტრანსლირება იქნება სამაუწყებლო კომპანია “საზოგადოებრივ არხზე”.(პირველი არხი).

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში