ყოფილმა საფეხბურთო აგენტმა, ჟოზეპ მარია მინგელამ ანტუან გრიზმანის “ბარსელონაში” შესაძლო ტრანსფერი შეაფასა.
“დარწმუნებული ვარ, რომ გრიზმანი “ბარსელონაში” წავა. “ატლეტიკოდან” მითხრეს, რომ მან “ბლაუგრანასთან” 5-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა. თუ ხილმა (“ატლეტიკოს” აღმასრულებელი დირექტორი) ამის შესახებ იცის, ესე იგი, გრიზმანმა ეს თვითონ უთხრა.”
“გრიზმანის პოზიცია მესის უკავია. დაგენიძლავები, რომ ის მოვა და შემდეგ, ორ წელიწადში გაშვებას მოითხოვს. “ბარსელონაში” ფრანგს მარცხენა შემტევის პოზიციაზე დააყენებენ, ანტუანი იქ თამაშს ვერ შეძლებს და საბოლოოდ, გაშვებას მოითხოვს.”
“ბარსელონაში” მისი ხილვა არ მომეწონება. ფეხბურთელი თავის კლუბს პატივს უნდა სცემდეს, მას კი ამ კლუბისადმი ეს გრძნობა არ გააჩნია. თუ გრიზმანი “ბარსაში” გადმოვა, სტადიონზე არ წავალ.” – ციტირებს ჟოზეპ მარია მინგელას სიტყვებს Marca.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონაში” მუშაობის დროს, მინგელამ კლუბში ისეთი ფეხბურთელები მოიყვანა, როგორებიც არიან: ხრისტო სტოიჩკოვი, დიეგო მარადონა და ლიონელ მესი.




ჯერ ერთი ვალევერდე როგორ უნდა დატოვო ბარსაში ტიპმა კოუტინიო გაფუჭა ნახევარდაცვაში ამოხადა სული მთელი სეზონი.რაღაცნაირი ტიპი სანამ ბარსადან არ წავა არავის მოყვანას არაქვს აზრი ყველას გაფუჭებს მაგას მგონი კიდე ბილბაოში გონია თავიი
მესი არის ერთადერთი ნათელი წერტილი ბარსაში მესი როწავა ბეტისი ვიქნებით პროსტა ბურთს ვაგორავებთ და შედეგი არაფერი გვეQნება ბურთის ფლობის გარდაა ძაან მწარე რეალობააა ძაან მწარეეე
მეც ზუსტად მაგ აზრზე ვარ არ არის გრიზმანის გუნდი ბარსა. მაგრად მიტყდება ესე რო გააბანძეს გუნდი.