იაპონელი ამომავალი ვარსკვლავის, ტაკეფუსა კუბოს “ბარსელონაში” დაბრუნება ისევ რეალურია. ამ ინფორმაციას იაპონური გამოცემა Hochi News ავრცელებს.
კუბო “ბარსელონას” აკადემიაში 2011 წელს, 10 წლის ასაკში ჩაირიცხა. 4 წლის შემდეგ, FIFA-მ “ბარსელონას” ბრალი არასრულწლოვანი ფეხბურთელების ტრანსფერების წესების დარღვევაში დასდო და წესების დარღვევით დამატებულ ყველა ფეხბურთელს კატალონიურ კლუბში თამაში აუკრძალა. კუბო იძულებული გახდა “ბლაუგრანა” 2015 წელს დაეტოვებინა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კატალონიელები 18 წლის იაპონელის დაბრუნებას ცდილობდნენ, მაგრამ მისი აგენტების მოთხოვნების დაკმაყოფილება ვერ ხერხდებოდა. აგენტები მაღალ ხელფასს და ფეხბურთელის პირდაპირ პირველ გუნდში მოხვედრას ითხოვდნენ, რაზეც “ბარსელონა” არ თანხმდებოდა და ტრანსფერი თითქმის გამორიცხული იყო.
იაპონური პრესის მიერ გავრცელებული ბოლო ცნობებით კი, კუბოს პრიორიტეტი “ბარსელონაში” დაბრუნებაა. Hochi News-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის ერთ-ერთი აგენტი, დღეს, “ბარსელონას” წარმომადგენლებს შეხვდა და მოლაპარაკებები განაახლა.
ტაკეფუსა კუბო, ამჟამად, იაპონურ კლუბ “ტოკიოში” ირიცხება. ახალგაზრდა შემტევის ანგარიშზე, პროფესიონალურ კარიერაში ჩატარებული 20 თამაში და 2 გოლია. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, მან იაპონიის ეროვნულ ნაკრებში დებიუტიც მოასწრო. ეს მიმდინარე წლის 9 ივნისს მოხდა. კუბო იაპონიის კოპა ამერიკის განაცხადშიც მოხვდა.
ეს რეალმა აგვახია
კუბო გვაკლდა გუნდში და ეგეც გვაქვს უკვე..ვალვერდე რომ ჩავაწვინოთ შიგნით იმისთანა კუბო გვინდა,და თავის კათაბალკიანა გადავაგდოთ ხრამში.მაგის პირში გავაკუე.:დდდდ
ძაან იმედისმომცემი მოთამაშეა და იმედია ბარსაშიც მალე ვიხილავთ! ისე სახელის გამო ქართველ ფანებს გულზე არ უნდა ეხატებოდეს, მაგრამ ტალანტს რა ვუყოთ, ტალანტს!😂👍
ბარსას აკადემიის აღზრდილია კუბო 😉 და ალენიას აცადე ჯერ განვითარება , 5 წუთიანი მონაკვეთებით ნუ განსჯი ფეხბურთელს
გაწიეტ აქედან ჯერ რა ნამუსით უნდა დააბრუნონ ტიპი მიწას არ ასცდენია და უკვე მაღალ ხელფას და ძირითდს ითხოვს მე კიდე აზიელი და ტოპ იგორკი ვის გაუგია და ბოლოს ისეთი გვარი აქვს მარტო მაგის გამო უნდა აუკრძალო ფეხბურთის თამაში ამასაც და კუკურელიასაც :დდდ
ამათ კიდე კუბო და უბედურება უნდათ?!