ს.კ. “ბარსელონას” ხელმძღვანელობა დაინტერესებულია “ესპანიოლის” ყოფილი მცველით, რომელიც ზამთარში “ნაპოლიში” გადაბარგდა. ვიქტორ რუისი ცენტრალური მცველია.
აღსანიშნავია, რომ ვიქტორ რუისი “ბარსას” აღზრიდილია. იგი კატალონიიდან “ესპანიოლში” წავიდა, შემდეგ კი “ნაპოლიში”. დიდი შანსია იმისა, რომ კატალონიელი ფეხბურთელი სამშობლოსა და მშობლიურ კლუბში დააბრუნონ.
“ყველანი ძალიან განცვიფრებულნი დარჩნენ, როდესაც შეიტყვეს “ბარსას” ინტერესი ვიქტორისადმი. ეს დაინტერესება ყველას გვახარებს და თავს ამაყად ვგრძნობთ. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ჩვენს კლუბსა და ვიქტორს შრომა დაუფასდა”. დაასრულა “ნაპოლის” სპორტულმა დირექტორმა, რიკარდო ბიჯონმა.