workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრო, მაქსველი, პუიოლი და აბიდალი ვარჯიშს უბრუნდებიან

პედრო, მაქსველი, პუიოლი და აბიდალი ვარჯიშს უბრუნდებიან

დღეს “სიუდად ესპორტივაზე” დაბრუნდნენ პედრო, მაქსველი და აბიდალი. კაპიტანი კი განმარტოვებით ვარჯიშობდა, რაც შეეხება ფრანგს, იგი მოედნის ირგვლივ დარბოდა კუნთების გასახურებლად.

 

მოპოვებული სამი ქულის შემდეგ, გუნდა ერთი დღით დაისვენა. დღეს დილით კი ვარჯიშები განახლდა. მათი ყურადღება მაქსიმალურად ჩემპიონთა ლიგისკენ იყო მიმართული. ისინი მხოლოდ “შახტართან” მატჩზე არიან კონცენტრირებულნი. მოგეხსენებათ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ მატჩს, “ბარსელონა” ოთხშაბათს გამართავს დონეცკის “შახტარის” წინააღდმეგ. თამაშამდე მათ 3 ვარჯიშის გამართვა მოუწევთ.

 

მესიმ დახურულ კარს მიღმა ივარჯიშა                    

 

დღეს გუნდს დაუბრუნდნენ პედრო და მაქსველი, რომლებიც არ იმყოფებოდნენ “ელ მადრიგალზე” მცირე ტრავმის გამო. პუიოლი კი ფიზიოტერაპეფტებთან: პასო სეირულოსთან და ლორენცო ბუენავენტურასთან ერთად ვარჯიშობდა, რომლებიც აკონტროლებდნენ მათ.

 

კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი ისაა, რომ ერიკ აბიდალი ვარჯიშს უბრუნდება. იგი ოპერაციის შემდეგ პრიველად პარასკევს ეწვია “სიუდად ესპორტივას”, მაგრამ უკვე ორშაბათს მან ვარჯიში დაიწყო. იგი დარბოდა მოედნის ირგვლივ და ახურებდა კუნთებს.

 

მხოლოდ ლეო მესი არ იმყოფებოდა ვარჯიშზე. იგი დახურულ კარს მიღმა აღდგენით სამუშაოებს ატარებდა.

 

9 ფეხბურთელი რეზერვიდან            

 

გვარდიოლამ პირველი გუნდის 20 მოთამაშის გარდა, 9 “ბ” გუნდიდან გამოიძახა. ესენი არიან: არმანდო, სერხი რობერტო, პლანასი, ტელო, საული, მინიო და კიდევ სამი ფეხბურთელი, რომლებიც “ვილიარეალის” წინააღმდეგ თამაშის განაცხადში იყვნენ: ტიაგო, ჯონათან დოს სანტოსი და მონტოია.

 

მილოცვები “მამიკოს”          

 

ფეხბურთელებმა, რომელბიც ემზადებოდნენ ოთხშაბათის მატჩისთვის, აპლოდისმენტებით მიულოცეს ინიესტას მამობა. როგორც იცით, გუშინ (კვირას) ანდრესს ქალიშვილი, ვალერია, შეეძინა.

 

გუნდი შემდეგ ვარჯიშს ხვა;(სამშაბათს) გამართავს, ადგილობრივი დროით 18.00 საათზე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში