workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კრუიფი: “დარწმუნებული არ ვარ, რომ “ბარსა” მოუგებს “შახტარს”

კრუიფი: “დარწმუნებული არ ვარ, რომ “ბარსა” მოუგებს “შახტარს”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი დამრიგებელი, იოჰან კრუიფი არ არის დარწმუნებული იმაში, რომ “ლურჯ–ბროწეულისფერები” მოუგებენ დონეცკელებს. იტყობინება გამოცემა “El Periodico”.

 

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ “მფრინავი ჰოლანდიელი” სულ სხვა აზრისაა “რეალი”–”ტოტენჰემის” დაპირისპირებაზე. იგი თვლის, რომ “მერენგები” უპრობლემოდ გავლენ შემდეგ ეტაპზე.

 

“მადრიდელებს უკვე 1/2 ფინალში ვხედავ. მაგრამ “ბლაუგრანას” შემთხვევაში იგივეს არ ვფიქრობ. დარწმუნებული არ ვარ, რომ “ბარსა” შეძლებს გადალახოს ორმატჩიანი ბარიერი “შახტარის” წინააღმდეგ. “ტოტენჰემი” ზედგამოჭრილია “რეალის” სტილისთვის, ხოლო “შახტარი” კი ცბიერი გუნდია და ნამდვილად რთული მეტოქეა კატალონიელთათვის”. დაასრულა იოჰან კრუიფმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში