workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი იხსენებს, როგორ მისცა მას გვარდიოლამ გუნდის დატოვების უფლება

მესი იხსენებს, როგორ მისცა მას გვარდიოლამ გუნდის დატოვების უფლება

ცოტა ხნის წინ ლიონელ მესიმ ინტერვიუ ჩაწერა Estudio Fútbol-თან, სადაც რამდენიმე საინტერესესო თემაზე ისაუბრა.

არგენტინელმა 2008 წელი და ოლიმპიური თამაშები გაიხსენა. “ბარსელონას” პრესეზონის მატჩებს მართავდა იტალიაში, მესის კი ძალიან სურდა არგენტინის ნაკრებს შეერთებოდა და ჩინეთში გამგზავრებულიყო, თუმცა ხელმძღვანელობა კატეგორიული წინააღმდეგი იყო. საბოლოოდ, არგენტინელს გამგზავრების ნება “ბლაუგრანას” იმჟამინდელმა მწვრთნელმა ჟოზეპ გვარდიოლამ დართო.

“პეპი ფენომენალური ადამიანი იყო. არავის უნდოდა ჩემი ჩინეთში გაშვება, თუმცა მე ეროვნულ ნაკრებთან თამაში მსურდა. მახსოვს პრესეზონის მატჩებს ვმართავდით იტალიაში. ერთ-ერთი ამხანაგური მატჩის შემდეგ იგი ჩემთან მოვიდა და მკითხა მინდოდა თუ არა შანხაიში წასვლა. მე, რა თქმა უნდა, დადებითი პასუხი გავეცი. მაშინ გვარდიოლამ წასვლის ნება მომცა, ოღონდ ერთი პირობით. კლუბიდან ვინმე უნდა წამომყოლოდა და მუდმივად ჩემ გვერდით უნდა ყოფილიყო. მაშინვე ბარსელონაში დავბრუნდი, ვიზა ავიღე და ჩინეთში გავემგზავრე. ჩემი გუნდელები ბოლო წუთამდე მელოდნენ.” – ციტირებს მესის სიტყვებს MARCA.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • kluivert
    schedule 06 ივნ 2019, 16:32
    #2

    ციტატა: M10 S9 D11
    ნუ არ ვიც პეპისნაირი ტრენერი როდის გვეყოლება კიდე


    ცოტახანში))) ხავის სახით.

  • M10 S9 D11
    schedule 06 ივნ 2019, 15:49
    #1

    ნუ არ ვიც პეპისნაირი ტრენერი როდის გვეყოლება კიდე